რიონის ხეობაში ხმაური და დაპირისპირება იყო

03 Apr 2021 18:48

რიონის ხეობაში ხმაური და დაპირისპირება იყო. „ნამახვანი ჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები “ნამახვანი ჰესის” ინვესტორი კომპანიის „ენკა რინიუებზის“ ახალ დირექტორს მერაბ ლომინაძეს დაუპირისპირდნენ.

ისინი სკანდირებდნენ: „წადი, წადი“ „მონა, მონა“. ამასთან, გუმათის დასახლებაში შეკრებილები ცდილობენ კომპანიას მუშაობის შესაძლებლობა არ მისცენ.

„თვალნათლივ არის ყველაფერი წარმოდგენილი, კომპანიამ ისევ განაახლა მუშაობა, რასაც თვითონ მოსამზადებელ სამუშაოებს ეძახიან, უკან არ დავიხევთ!“ - აცხადებს „ნამახვანი ჰესის“ მშენებლობის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველებიც.




კომენტარები:

ფართი შოპი