იტალიაში სააღდგომოდ მკაცრი ლოკდაუნი ამოქმედდა

03 Apr 2021 21:57

იტალიაში სააღდგომოდ 3-დღიანი მკაცრი ლოკდაუნი ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ქვეყნის ყველა რეგიონი „წითელ ზონად“ გამოცხადდა. აკრძალულია განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე გადაადგილება, თუმცა ადამიანებს აქვთ უფლება, რომ სააღდგომო სადილზე 2 სტუმარი მიიღონ. დახურულია არასასურსათო მაღაზიები, კაფეები და რესტორნები კი მხოლოდ გატანის სერვისზე მუშაობენ.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ეკლესიები ღიაა. აღსანიშნავია, რომ უკვე მეორედ, რომის პაპი სააღდგომო მესას წმინდა პეტრეს ცარიელ მოედანზე აღავლენს. იტალიის მთავრობის ცნობით, დამატებით 70,000 პოლიციელი გააკონტროლებს, რომ მოქალაქეებმა ლოკდაუნის წესები დაიცვან.

გასული დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსის 21 932 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 3,6 მილიონს მიაღწია. 481 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში პანდემიის განმავლობაში ვირუსს სულ 110 328 ადამიანი ემსხვერპლა.


imedinews.ge




კომენტარები:

ფართი შოპი