1 კგ ალუჩა 170 ლარი ღირს! მდიდრდები მდიდრდებიან და ღარიბები ღატაკდებიან. გამოსავალი ერთია!

03 Apr 2021 22:32

ვარაუდობენ, 90-იანი წლები მონაწოგი იქნებაო, მაგრამ ვარაუდებს გამოფხიზლება სჯობს და გამოსავლის ძიება. სამსახურებში კადრების მაქსიმალური ოპტიმიზაციაც მოხდება, თუმცა უკვე ბევრმა დაკარგა სამუშაო.

ახლა არ არის დარდისა და წუხილის დრო. სადარდო და საწუხარი მერე ნახეთ, თუ დროულად არ გავუკეთეთ მობილიზება აზრებსა და ქმედებას.
დროა დავამუშავოთ მიწები, რომ შიმშილს გადავურჩეთ.

სანამ ჯერ კიდევ მოქმედებს სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებული პროგრამები, მაქსიმალური ძალისხმევაა საჭირო.

ვხედავთ, რომ ქვეყნის მიერ აღებული მილიარდობით დოლარს წურბელები და მუცელქორა თანამდებობის პირები ინაწილებენ. წამლის ბიზნესი აყვავდა. მდიდრები მდიდრდებიან და ღარიბები ღატაკდებიან. 

სოციალური აფეთქება გარდაუვალია, რადგან სოციალური დაძაბულობა თანდათან იზრდება, მაგრამ ეს კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოაჩენს ვის? პასუხი ცალსახაა - ისევ მოსახლეობას. ამიტომ მხოლოდ საკუთრი უნარებისა და ძალების მობილიზებაა საჭირო. ვერავის იმედზე ვეღარ ვიქნებით, საკუთარი თავის გარდა.

სამიწათმოქმედო სამუსაოები უკვე დაწყებულია. თუმცა არც ახლაა გვიან. დავიკაპიწოთ ხელები, სანამ მაძღრები კიდევ უფრო არ დაგვაძღნენ ჩვენი ჯიბეების გაფხეკვის მცდელობით.



intermedia.ge 





კომენტარები:

ფართი შოპი