არ შეიძლება ვინმე სახლში გერეკებოდეს 9 საათზე, როგორც ნახირს, ეს ნიშნავს ადამიანობის დაკარგვას - ზურა ჯაფარიძე

03 Apr 2021 23:48

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ დაუმორჩილებლობის აქცია კვლავ მიმდინარეობს და მომიტინგეები კომენდანტის საათს არღვევენ.


ამის შსახებ „მთავარ არხთან“ ზურა ჯაფარიძემ გააკეთა კომენტარი.


“ხელისუფლება არაფრის გამგები არ არის, ამის იმედი არ მაქვს. რისი იმედიც მაქვს, ეს არის, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც სახლში არიან გამოკიტილი და არაფერს აპროტესტებენ, გონია, რომ ეს არის ნორმალური, იქნებ მათმა ნაწილმა მაინც გაიგოს, რომ ასე ცხოვრება არ შეიძლება, ვინმე სახლში გერეკებოდეს 9 საათზე, როგორც ნახირს, ეს ნიშნავს ადამიანობის დაკარგვას”, – ამის შესახებ “გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ “მთავარ არხთან” განაცხადა.



რეზონანსი




კომენტარები:

ფართი შოპი