გამოქვეყნდა პუტინის სავარაუდო საყვარლის, ალინა კაბაევას შემოსავალი

04 Apr 2021 00:25

რუსულ მედიაში ქვეყნდება ალინა კაბაევას შემოსავალი აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ.


ჟურნალისტებმა დიდი სპორტის დატოვების შემდეგ ცნობილი მხატვრული ტანვარჯიშის და სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი მოადგილის ალინა კაბაევას ოფიციალური შემოსავლის გარკვევა სცადეს.


შეგახსენებთ, რომ ახლა ყოფილი ოლიმპიური ჩემპიონი "ნაციონალურ მედია ჯგუფს" ხელმძღვანელობს


“Дни.ру” რუსეთის ფედერაციის საპენსიო ფონდის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ალინა კაბ

აევას ამჟამინდელი შემოსავალი არასტაბილურია, მაგრამ საკმაოდ მაღალია.


მაგალითად, ოთხი წლის წინ, სპორტსმენის შემოსავალი 5.4 მილიონი რუბლი იყო, (71 ათასი აშშ დოლარი) ხოლო ერთი წლის შემდეგ მისი შემოსავალი ასტრონომიული სიდიდით ნახტომისებულად გაიზარდა 785.4 მილიონ რუბლამდე(10 მილიონ აშშ დოლარზე მეტი).


2019 წელს მისი შემოსავალი 55.4 მილიონი რუბლი იყო.(730 000 აშშ$)

image


2020 წლის პირველ ნახევარში ალინა კაბაევამ 152, 7 მილიონი გამოიმუშავა, რაც, დღეში, დაახლოებით 900 ათასი რუბლია(თითქმის 12 000 აშშ დოლარი).


თავად სპორტსმენი კომენტარს არ აკეთებს საკუთარი შემოსავლის შესახებ.



რამდენიმე დღის წინ გავრცელდა საარქივო ვიდეო, რომელიც 2000 წელს არის გადაღებული ესპანეთში კორდობას თასის საერთაშორისო ტურნირზე, სადაც 17 წლის ალინა კაბაევა თურქი მომღერლის ტარკანის სიმღერა Şımarık-ზე ასრულებს ნომერს.


intermedia.ge




კომენტარები:

ფართი შოპი