„ძალიან მიჭირდა, ჩვე­ნი უწ­მინ­დე­სის ინი­ცი­ა­ტი­ვით პირ­ვე­ლი უფა­სო სა­სა­დი­ლო რომ გა­იხ­სნა, მეც მივ­დი­ო­დი ხოლ­მე" - გურამ დოჩანაშვილის გულახდილი ინტერვიუ

04 Apr 2021 10:54

მწერალი გურამ დოჩანაშვილი დღეს 3 აპრილს გარდაიცვალა. ის 1939 წლის 26 მარტს ქ. თბილისში დაიბადა. 1962 წელს დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტი. 1968 წელს გურამ დოჩანაშვილი მწერალთა კავშირში მიიღეს. გურამ დოჩანაშვილის პირველი მოთხრობები 1961 წელს დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“. 


“ერთ დროს მეც ძა­ლი­ან მი­ჭირ­და. ჩვე­ნი უწ­მინ­დე­სის ინი­ცი­ა­ტი­ვით პირ­ვე­ლი უფა­სო სა­სა­დი­ლო რომ გა­იხ­სნა, მეც მივ­დი­ო­დი ხოლ­მე. იქვე არ ვჭამ­დი, მაგ­რამ სუფ­რა­ზე საჭ­მე­ლი რომ დარ­ჩე­ბო­დათ, ვი­ღებ­დი, ვახ­ვევ­დი და შინ მომ­ქონ­და. ვი­ღა­ცას რომ და­ე­ნა­ხა, იფიქ­რებ­და, ეს ღორ­მუ­ცე­ლა ვინ არი­სო, არა­და, ჩემ­თვის კი არ მინ­დო­და, ცოლ-შვი­ლის­თვის მომ­ქონ­და – ჩემს ქა­ლიშ­ვილს ძმა ჰყავ­და გარ­დაც­ვლი­ლი, ჩემს ცოლს – შვი­ლი და ასე მა­ინც ხომ უნდა დავ­ხმა­რე­ბო­დი!


ჩემს ბავ­შვო­ბა­შიც დიდი გა­ჭირ­ვე­ბის წლე­ბი გა­მო­ვი­ა­რეთ. 1939 წელს ვარ და­ბა­დე­ბუ­ლი და 3-4 წლის ასაკ­შიც ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სოვს ჩემი თავი. ჩვენს ოჯა­ხებს პუ­რის ფული არ ჰქონ­დათ, მაგ­რამ სულ გვინ­დო­და ერ­თმა­ნე­თის­თვის სი­კე­თე გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა და ამან მოგ­ვიყ­ვა­ნა დღემ­დე.მა­შინ, ომის დროს, ერ­თმა­ნე­თის, მა­პა­ტი­ეთ და, ფე­ხებ­ზე და­კი­დე­ბა არ იყო, ერ­თმა­ნე­თი ძა­ლი­ან გვიყ­ვარ­და, ახ­ლან­დელ სა­ქარ­თვე­ლო­ში კი რას ვუ­ყუ­რებთ? – ვინ ვის უკბი­ნოს, შე­ჭა­მოს, და­აქ­ცი­ოს, ცუდი თქვას, ეს პარ­ტია კარ­გია, ის ცუდი… 


უდი­დე­სი გერ­მა­ნე­ლი მწე­რა­ლი, ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი თო­მას მანი ამ­ბობ­და, ნე­ტავ ჰერ­მან ჰე­სე­სა­ვით ვწე­როო (ჰერ­მან ჰესე კი ავ­სტრი­ე­ლია, მაგ­რამ გერ­მა­ნუ­ლე­ნო­ვა­ნი მწე­რა­ლია, ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი)! თა­ვად ბუმ­ბე­რა­ზი მწე­რა­ლი ამ­ბობ­და მე­ო­რე ბუმ­ბე­რაზ­ზე. ჩვენ­თან კი რა ხდე­ბა? იმის ნაც­ვლად, ერ­თმა­ნეთ­ში კარ­გი ეძე­ბონ, ერ­თმა­ნეთს გა­უ­თა­ვებ­ლად ლან­ძღა­ვენ. ჩვენ­თან, იცით, რამ­დე­ნი ცრუ­პატ­რი­ო­ტია? მგო­ნი, ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე გა­ცი­ლე­ბით მეტი ცრუ­პატ­რი­ო­ტი მო­დის, ვიდ­რე ნამ­დვი­ლი პატ­რი­ო­ტი”, - აცხადებდა გურამ დოჩანაშვილი "კვირის პალიტრასთან ინტერვიუში.




კომენტარები:

ფართი შოპი