პანდემიის გამო, საფრანგეთში კომენდანტის საათი მესამედ ამოქმედდა

04 Apr 2021 11:44

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, საფრანგეთში შეზღუდვები კიდევ ერთხელ ამოქმედდა. დაწესდა კომენდანტის საათიც, - ამის შესახებ BBC წერს.

სკოლები და მაღაზიების ნაწილი ოთხი კვირით დაიხურა, 19:00-დან 06:00 საათამდე კი, გადაადგილება იქნება აკრძალული.

გარდა კომენდანტის საათის დროს მოქმედი აკრძალვისა, მოსახლეობას სპეციალური საშვი დასჭირდება იმ შემთხვევისთვის, თუ 10 კილომეტრზე დიდ მანძილზე გადაადგილდება.

საფრანგეთში კორონავირუსი უკვე 4.74 მილიონ ადამიანს დაუდგინდა, 96 ათასზე მეტი ინფიცირებული ვირუსს ემსხვერპლა.


imedinews.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი