ისლანდიაში შექმნეს „გონიერი ბეჭედი“, რომლითაც კომპიუტერის დისტანციურად მართვა შეიძლება

04 Apr 2021 11:59

ისლანდიაში, სტარტაპმა Genki Instruments შექმნა „გონიერი (სმარტი) ბეჭედი“ - Wave for Work, რომლითაც კომპიუტერის დისტანციურად მართვაა შესაძლებელი. ამის შესახებ techcult წერს.

კერძოდ, სმარტი ბეჭდის მეშვეობით დამატებების Zoom, Skype, PowerPoint, Microsoft Teams და Keynote-ს დისტანციურად ერთობლივად მართვაა შესაძლებელი.

„გონიერი ბეჭედი“ საჩვენებელ თითზე მაგრდება. ბეჭედზე არის სამი ღილაკია, რომელზეც არჩეული მოქმედებები აისახება.

სტარტაპის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ „გონიერი ბეჭედი“ დამატებით ფუნქციებსაც შეითავსებს. კერძოდ შეძლებს მიკროფონის გათიშვას და კამერების მართვას ონლაინ-კონფერენციის დროს. ასევე გაუშვებს სლაიდ-შოუს და გახსნის ჩანართებს. ამასთან ბეჭდის მფლობელი ოთახში თავისუფლად გადაადგილებას შეძლებს.

Wave for Work პროგრამების macOS და Windows 10-ის გამოყენებისას „ჭკვიანი ბეჭედი“ 10 მეტრის დისტანციაზე მუშაობს. ბეჭდის ელემენტი 8 საათს ძლებს. გაჯეტის ფასი $99-ია.



imedinews.ge





კომენტარები:

ფართი შოპი