პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით 415 აბი „სუბოქსინი“

04 Apr 2021 12:11

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმაჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სხვადასხვა დროს,ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს.


განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული არიან: 1975 წელს დაბადებული კ.ბ. და ამავე წელს დაბადებული, უცხო ქვეყნის მოქალაქე შ.მ.დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


სამართალდამცველებმა ბათუმში, კ.ბ.-ის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს „ბუპრენორფინის“შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 303 აბი.


პოლიციამ მეორე დაკავებულის - შ.მ.-ის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის ჩხრეკისას კი „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება„სუბოქსინის“ 112 აბი ნივთმტკიცებად ამოიღო.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.




კომენტარები:

ფართი შოპი