ემუქრება თუ არა უკრაინას "რუსული გაზაფხული" - მოსალოდნელი მასშტაბური შეიარაღებული დაპირისპირება, თუ რუსეთის "კუნთების თამაში"

04 Apr 2021 15:02

უკ­რა­ი­ნის გენშტა­ბის უფ­რო­სი რუ­სე­თი­დან მო­მა­ვალ მო­რიგ საფრ­თხე­ზე სა­უბ­რობს. რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნის სა­ზღვარ­ზე სამ­ხედ­რო­ე­ბის მას­შტა­ბურ მო­ბი­ლი­ზა­ცი­ას ახორ­ცი­ე­ლებს. რუს­ლან ხომ­ჩა­კის გან­ცხა­დე­ბით, რუ­სე­თის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი სე­პა­რა­ტის­ტე­ბი აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში ისევ და ისევ არ­ღვე­ვენ ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბას.

წლის და­სა­წყი­სი­დან არ­სე­ბულ და­ძა­ბუ­ლო­ბას 20 უკ­რი­ა­ნე­ლი სამ­ხედ­რო შე­ე­წი­რა. უკ­რა­ი­ნის გენშტა­ბის უფ­რო­სის ცნო­ბით, სტრა­ტე­გი­უ­ლი "წვრთნე­ბის მზა­დე­ბის სა­ფარ­ქვეშ", მა­სობ­რი­ვი მო­ბი­ლი­ზა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს. დონ­ბას­ში საბ­რძო­ლო ბრი­გა­დის, პოლ­კე­ბი­სა და მომ­ზა­დე­ბის და­ნა­ყო­ფე­ბის გარ­და, ათა­სო­ბით ჯა­რის­კა­ცია გან­თავ­სე­ბუ­ლი, რომ­ლე­ბიც რუ­სე­თის ჯარს ად­გილ­ზე ეხ­მა­რე­ბი­ან.

"უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი აღ­მო­სავ­ლე­ლი მე­ზობ­ლის მსგავს ქმე­დე­ბებს შე­სა­ბა­მი­სად უპა­სუ­ხებს. ამი­ტომ, ვემ­ზა­დე­ბით ყვე­ლა შე­საძ­ლო პრო­ვო­კა­ცი­ი­სა და მტრის ქმე­დე­ბებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის­თვის", - გა­ნა­ცხა­და ხომ­ჩაკ­მა.

პა­სუ­ხად, ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენტ ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­თან და გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ ან­გე­ლა მერ­კელ­თან ვი­დე­ო­კონ­ფე­რენ­ცი­ი­სას და­ძა­ბუ­ლო­ბის შექ­მნა­ში ბრა­ლი უკ­რა­ი­ნას დას­დო და კი­ევს მო­უ­წო­და ანექ­სი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბის რე­ჟი­მებ­თან პირ­და­პირ დი­ა­ლო­გი და­ე­წყო.

უკ­რა­ი­ნას­თან ერ­თად, გერ­მა­ნია, რუ­სე­თი და საფ­რან­გე­თი ე.წ. ნორ­მან­დი­ის ფორ­მა­ტის წევ­რე­ბი არი­ან, რო­მე­ლიც აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნის კონ­ფლიქ­ტის გა­და­სა­წყვე­ტად შე­იქ­მნა.

გა­და­იზ­რდე­ბა თუ არა და­ძა­ბუ­ლო­ბა ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან კონ­ფლიქ­ტში და რა მე­ქა­ნიზ­მე­ბი არ­სე­ბობს ამის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, თუ ეს რუ­სე­თის მხრი­დან მო­რი­გი კუნ­თე­ბის თა­მა­შია - ამის შე­სა­ხებ რუ­სულ-უკ­რა­ი­ნულ მე­დი­ა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მსჯე­ლო­ბენ. tvrain.ru-ს ცნო­ბით, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ ამ ფაქტს "სა­ზღვარ­თან ტრა­დი­ცი­უ­ლი შე­საძ­ლო პრო­ვო­კა­ცია უწო­და", რა­ზეც ნა­ტომ შეშ­ფო­თე­ბა გა­მოთ­ქვა, ამე­რი­კამ კი, პირ­და­პირ გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნას რუ­სე­თის პი­რის­პირ მარ­ტო არ და­ტო­ვებს.

პენ­ტა­გო­ნი ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ უკ­რა­ი­ნის რადა ითხოვს, რუ­სეთ­მა შეყ­ვი­ტოს საბ­რძო­ლო გა­დაჯგფე­ბე­ბი, თუმ­ცა ამის პა­სუ­ხად, ის სა­ზღვარ­თან შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის კონ­ცენ­ტრი­რე­ბას აძ­ლი­ე­რებს.

"რუ­სეთ­თან უთა­ნას­წო­რო ბრძო­ლა­ში უკ­რა­ი­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის და­ღუპ­ვა ევ­რო­პა­ში ამე­რი­კის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას იწ­ვევს და ის არ და­უშ­ვებს უკ­რა­ი­ნის სა­ზღვარ­თან რუ­სე­თის ძა­ლე­ბის სა­ხი­ფა­თო მო­ბი­ლი­ზე­ბას", - წერს გა­მო­ცე­მა.


მა­თი­ვე ცნო­ბით, უკ­რა­ი­ნის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ლე­ო­ნიდ კრავ­ჩუ­კის მო­საზ­რე­ბით, და­ძა­ბუ­ლო­ბა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მოგ­ვარ­დეს მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით, თუმ­ცა უკ­რა­ი­ნე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი აცხა­დებს, რომ ამის ნიშ­ნე­ბი არ ჩანს - დონ­ბას­თან ახ­ლოს, ტან­კე­ბის, ჯავ­შანტრას­პორ­ტი­ო­რე­ბი­სა და სხვა მძი­მე ტექ­ნი­კის აქ­ტი­უ­რი მოძ­რა­ო­ბა შე­ი­ნიშ­ნე­ბა, რომ­ლე­ბიც ვო­რო­ნე­ჟის, როს­ტკო­ვი­სა და ვოლ­გოგ­რა­დის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ასე­ვე ყი­რი­მის ხი­დის­კენ გა­და­ად­გი­ლე­ბი­ან. მოს­კოვ­ში კი აცხა­დე­ბენ, რომ მინ­სკის შე­თან­ხმე­ბა ჩიხ­ში შე­ვი­და.


პუ­ტი­ნის პრეს­მი­დივ­ნის ცნო­ბით, თუ ნატო უკ­რა­ი­ნის გარ­შე­მო თა­ვი­სი ძა­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას შე­უდ­გე­ბა, მოს­კო­ვი შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბის მი­ღე­ბას არ და­ა­ყოვ­ნებს.


novayagazeta.ru-ს პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში, სა­ხელ­წო­დე­ბით, "ემუქ­რე­ბა თუ არა უკ­რა­ი­ნას "რუ­სუ­ლი ზა­ფხუ­ლი", გა­მო­ცე­მის ავ­ტო­რი მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­სა და საფრ­თხე­ებს მი­მო­ი­ხი­ლავს.

"ყვე­ლაფ­რის­თვის თა­ვი­სი სა­ხე­ლის დარ­ქმე­ვის სა­ბა­ბით, ბოლო წლებ­ში რუ­სეთ­მა ბო­ლომ­დე გა­მო­ა­ჩი­ნა თა­ვი­სი სახე და გან­წყო­ბე­ბი იმ ახალ­გაზ­რდა სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მი­მართ, რომ­ლებ­მაც 90-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში კო­მუ­ნის­ტურ იდე­ო­ლო­გი­ა­ზე უარი თქვეს და და­სავ­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით არ­ჩი­ეს", - წერს ავ­ტო­რი.


გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, შე­დე­გად ეს ქვეყ­ნე­ბი წლე­ბია რუ­სე­თის რე­ვან­შიზმს იმ­კი­ან.


"რუ­სუ­ლი ორ­ბი­ტის­გან გას­ვლის პირ­ვე­ლი ნიშ­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლომ 2003 წელს გა­მო­ა­ჩი­ნა, რო­დე­საც ფე­რა­დი რე­ვო­ლუ­ცი­ით პო­ლი­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ელ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მას უკ­რა­ი­ნა­მაც მი­ბა­ძა. რუ­სეთ­მა, რო­გორც კი შან­სი ჩა­უ­ვარ­და, ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის­კენ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო "ავან­ტი­უ­რა­ში" ჩა­ით­რია და საქ­მე­ზე გა­და­ვი­და - 2008 წელს მას­თან კონ­ფლიქ­ტში შე­ვი­და. რუ­სეთ­მა მისი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის, აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა აღი­ა­რა, თუმ­ცა ორი­ვე რე­გი­ონ­ში ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა მისი პრო­ტექ­ტო­რა­ტით ინიშ­ნე­ბა.


ასე მო­იქ­ცა უკ­რა­ი­ნას­თან მი­მარ­თე­ბა­შიც, მი­ზე­ზი იპო­ვა და მის აღ­მო­სავ­ლე­თით ომი გა­ა­ჩა­ღა. შე­დე­გად კი ყი­რი­მი და დონ­ბა­სი წა­არ­თვა. და­სავ­ლე­თი, ისე რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს შემ­თხვე­ვა­ში, ამ პრო­ცე­სებს "მოთ­მი­ნე­ბით" უყუ­რებ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით რუ­სე­თი სან­ქცი­ე­ბით და­სა­ჯეს, თუმ­ცა, პა­სუ­ხად რუ­სეთ­მა, ისე­ვე, რო­გორც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს, უკ­რა­ი­ნი­სა და და­სავ­ლე­თის წი­ნა­აღ­მდეგ, თა­ვი­სი თეთ­რი, რუხი და შავი პრო­პა­გან­და ჩარ­თო. თუმ­ცა, ეს საკ­მა­რი­სი არ აღ­მოჩ­ნდა", - წერს გა­მო­ცე­მა, რომ­ლის ცნო­ბი­თაც, შე­საძ­ლოა, რუ­სე­თი ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით და­სუს­ტდა.


ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ახლა რუ­სეთ­ში დუ­ღი­ლია, და­სავ­ლე­თი თა­ვის დი­ა­პა­ზონს აძ­ლი­ე­რებს, უკ­რა­ი­ნა, თუ სა­მუ­და­მოდ არა, საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი დრო­ით და­კარ­გა, სა­ქარ­თვე­ლოს­თან დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და­კარ­გუ­ლი აქვს. სხვა პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნე­ბი, მათ შო­რის ისი­ნიც კი, ვინც ტი­პუ­რად ჰგავს რუ­სეთს, ია­ტაკ­ვე­შეთ­ში ეძე­ბენ რუ­სე­თის­გან დაც­ვის მე­ქა­ნიზმს. დსთ-ს პრო­ექ­ტი ფაქ­ტობ­რი­ვად დას­რუ­ლე­ბუ­ლია, მაგ­რამ რუ­სე­თი პრო­პა­გან­დას არ ეშ­ვე­ბა.


"სჭირ­დე­ბა თუ არა რუ­სე­თის კი­დევ ერთი ომი? ახლა მას უამ­რა­ვი მტე­რი და არა­კე­თილ­მო­სურ­ნე ჰყავს, მათ შო­რის გავ­ლე­ნი­ა­ნე­ბი. მის გარ­შე­მო არი­ან არა­სა­ი­მე­დო მო­კავ­ში­რე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სი­ტუ­ა­ცი­ის გამო "მე­გობ­რო­ბენ". ჩი­ნე­თის გარ­და ჰყავს ვინ­მე, სა­ი­მე­დო? ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი ძალ­ზე მნიშ­ვე­ლო­ვა­ნია", - წერს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი.


ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ერთი ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ წა­სუ­ლი უკ­რა­ი­ნა იმ­სა­ხუ­რებს კი­დევ ერთხელ გა­მოს­ცა­დოს მისი ძალა... სხვე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ სა­ბო­ლო­ოდ რუ­სე­თი იზო­ლა­ცი­ა­ში მო­ექ­ცე­ვა.


"რა უნდა უკ­რა­ი­ნას, რისი იმე­დი აქვს, მარ­თლა ჰგო­ნია, რომ ნატო რუ­სეთს ცე­ცხლს გა­უხ­სნის?! კი­დევ ერთხელ და­ზა­რალ­დე­ბა ხალ­ხი ზე­ლენ­სკის ახი­რე­ბის გამო. კი­ე­ვი რუ­სუ­ლი ქა­ლა­ქია, არ და­გა­ვი­წყდეთ... და კი­დევ, რით ვერ გა­ი­გეს, რომ რუ­სეთ­თან თა­მა­ში არ შე­იძ­ლე­ბა?" - წერს იანა ვე­რე­შან­კა.


"ბა­ი­დენ­მა წა­ა­ქე­ზა ზე­ლენ­სკი... მიდი ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო, შე­იყ­ვა­ნე არ­მია დონ­ბას­ში, რას უს­მენთ ინ­გლი­სის სა­ელ­ჩოს. უკ­რა­ი­ნის არც ერთი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ ზრუ­ნავ­და თა­ვის ქვე­ყა­ნა­ზე და ამი­ტო­მაც არი­ან ამ დღე­ში... გა­იღ­ვი­ძე უკ­რა­ი­ნა, ჩვენ გყა­ვართ. პუ­ტი­ნი იმი­ტომ შე­ვი­და ყი­რიმ­სა და დონ­ბას­ში, რომ იქ მშვი­დო­ბა ყო­ფი­ლი­ყო", - წერს კი­დევ ერთი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხა­რე­ბე­ლი ალექ­სან­დრე ას­ტა­ხო­ვი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.


"რუ­სე­ბო, პუ­ტი­ნი მხო­ლოდ მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის კი არა, ჩვე­ნი თა­ვის ტკი­ვი­ლიც არის, მალე ჰიტ­ლე­რის გერ­მა­ნი­ა­სა­ვით ყველ­გან მი­უ­ღე­ბელ­ნი ვიქ­ნე­ბით, მთელ მსოფ­ლი­ო­ში, რად­გან სა­დაც ჩვენ­მა ჯა­რის­კა­ცებ­მა ფეხი დად­გეს, ყველ­გან ნგრე­ვა და ომი შე­ი­ტა­ნეს, არც ერთი ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც ძა­ლის ნე­ბით ჩვე­ნი მო­კავ­ში­რეა, ვერ გან­ვი­თარ­და. დავ­ფიქ­რდეთ ამა­სე, სა­ნამ გვი­ა­ნი არ არის", - წერს იური კა­ლი­ჩე­ვი.


ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, უკ­რა­ი­ნის აღ­მო­სავ­ლეთ­ში კონ­ფლიქტს 13,000 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.



ამბები.ge





კომენტარები:

ფართი შოპი