"თითი წააჭრეს ბეჭედი, რომ ვერ მოხსნეს, ხელფეხ შებორკილი შვილი მომიკლეს და სახლთან ერათად გადაწვეს ჩემი მეუღლე"- 14 წელი აფრასიძეების ლიკვიდაციიდან

03 Apr 2018 03:17

ოდო აფრასიძე, რომელიც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის _ გიორგი ბარამიძის დასჯას, წლებია, ითხოვს, ამბობს, რომ გიორგი ბარამიძე გამოძიებამ აუცილებლად უნდა დააპატიმროს.


„წლებია, ველოდებით გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას. გია ბარამიძე, დასაჭერი კი არა, დასახვრეტია იმ ყველაფრის გამო, რაც მაშინ მოხდა. ევგენი ხელებაწეული გამოვიდა სამართალდამცველების წინაშე, მაგრამ არ დაინდეს, სახლიც გადაგვიწვეს ბარბაროსულად და გაგვანადგურეს“, – განუცხადა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ “კვირას“ დოდო აფრასიძემ.


აფრასიძე ამბობს, რომ სპეცოპერაციისას მიღებული სტრესის შემდეგ შმაგი აფრასიძის მეუღლეს, ინდირას, ფსიქიკური პრობლემები შეექმნა და ის დღემდე მკურნალობს.


აფრასიძეების საქმესთან დაკავშირებით, შესაძლოა, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი ბარამიძე დააპატიმრონ.


გავრცელებული ინფორმაციით, აფრასიძეების საქმის გამოძიება დასასრულს უახლოვდება და ბარამიძის წინააღმდეგ კონკრეტული ჩვენებებიც არსებობს.


შეგახსენებთ, რომ მესტიაში, სოფელ ეცერში სპეცოპერაცია 2004 წლის 24 მარტს ჩატარდა, რომელსაც შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი გიორგი ბარამიძე ხელმძღვანელობდა. სპეცოპერაციისას მამა-შვილის, ევგენი და ომეხ აფრასიძეების, ლიკვიდირება მოხდა. დაკავებულ ძმებს – გოჩა და შმაგი აფრასიძეებს კი 19 და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. გოჩა და შმაგი აფრასიძეებს ამნისტიით სასჯელი გაუნახევრდათ, 2013 წელს კი პატიმრობიდან გათავისუფლდნენ.


კომენტარები:

ფართი შოპი