მონაზონი სოსანა ამბობს, რომ მონასტრიდან მის პირად ნივთებს არ უბრუნებენ

04 Apr 2021 15:30

ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქიაში დასჯილი და გაფრთხილებული პირები ამბობენ, რომ დაუმორჩილებლობა არა განხეთქილებას, არამედ ეკლესიისა და მრევლის დაახლოებას ემსახურება. მათთვის მიუღებელია მიტროპოლიტ სტეფანეს ყველა გადაწყვეტილება და ამბობენ, რომ "უკანონო მიტროპოლიტს არ დაემორჩილებიან" :


"იქნება მღვდელმოქმედების აკრძალვაზე საუბარი, არ ვაპირებთ მიტინგების მოწყობას და რამე ზედმეტ ხმაურს. მივიღებთ ამას, როგორც მოცემულობას, მაგრამ შემდგომ ნაბიჯებს გვიჩვენებს დრო," - აცხადებს მამა მირიანი.


მონაზონი სოსანა კი, რომელიც მორჩილ ნინოსთან ერთად მიტროპოლიტმა სინანულისთვის ცაგერში მდებარე მონასტერში გაამწესა, ამბობს, რომ პირადი ნივთების დაბრუნებას ვერ ახერხებს. მონაზონი ლასურიაშის მონასტერში წასვლაზე უარს ამბობს : 


"მეოთხე დღეა, არ ვარ მონასტერში, გუშინწინაც ვიყავი მისული და პირადი ნივთები მოვითხოვე, მაგრამ არ მომცეს და დამიწყეს ვაჭრობა პირად ნივთებთან დაკავშირებით.


ვარ იმ მონასტერში, რომელიც განსაცდელის დროს გვერდში დამიდგა," - განაცხადა მონაზონმა სოსანამ.





კომენტარები:

ფართი შოპი