ლილოში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა

04 Apr 2021 17:06

თბილისში, ლილოს დასახლებაში, სტურუას ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა.


როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დაშავებულია ერთი ადამიანი, რომლის სახლშიც აფეთქება მოხდა. შემთხვევის დროს ის სახლში მარტო იმყოფებოდა.


„დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. კორპუსიდან მოსახლეობის სრული ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე არიან მეხანძრე-მაშველები და ელოდებიან მერიის შესაბამის სამსახურს, რომელიც კორპუსის მდგრადობას შეისწავლის“,- აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.


მათივე ცნობით, ამ ეტაპზე აფეთქების მიზეზის დადგენა მიმდინარეობს.





კომენტარები:

ფართი შოპი