კახა კალაძე - როდესაც დავუბრუნდები სრულფასოვნად საქმიანობას, გეტყვით ჩემს დამოკიდებულებებს და ხედვებს

04 Apr 2021 18:13

როდესაც დავუბრუნდები სრულფასოვნად საქმიანობას, გეტყვით ჩემს დამოკიდებულებებს და ხედვებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, როდესაც თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატობის თაობაზე ჟურნალისტის კითხვას უპასუხა.


"არჩევნებზე, კანდიდატებზე მომდევნო დღეების განმავლობაში, როდესაც დავუბრუნდები სრულფასოვნად ჩემს საქმიანობას, ყველაფერს გეტყვით - ჩემს დამოკიდებულებებს და ხედვებს", - განაცხადა კალაძემ.


ცნობისთვის, კახა კალაძემ კლინიკა დღეს დატოვა. კარდიოლოგის, პროფესორის, ზურაბ ფაღავას ინფორმაციით, თბილისის მერს კახა კალაძეს ე.წ. ვესტიბულოპათია აღენიშნებოდა.





კომენტარები:

ფართი შოპი