ხინკლის, გუფთას, ბლინის, ქაბაბის და ბასტურმას ნახევარფაბრიკატებში ვირის და ცხენის ხორცი აღმოჩნდა

03 Apr 2018 17:21

ნახევარფაბრიკატების შემოწმების შედეგად ხორც-პროდუქტებში ცხენის და ვირის ხორცი აღმოაჩინეს.


სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  ხინკლის, გუფთას, ბლინის, ქაბაბის და ბასტურმას 20-მდე ნიმუში შეამოწმა, შვიდში ცხენის ხორცი აღმოჩნდა, ორში კი - ვირის ხორცი.


პროდუქცია ბაზრიდან ამოღებულია, მწარმოებლები კი 1000 ლარით დააჯარიმეს.


საწარმოს საქმიანობის უფლება შეუჩერდა ერთ-ერთ ინდმეწარმეს, სადაც სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა გამოვლინდა და აღმოჩნდა დიდი რაოდენობით საეჭვო წარმომავლობის ხორცი.


რუსთავი 2


კომენტარები:

ფართი შოპი