გვჭირდება თუ არა საშვი კომენდანტის საათის დროს აივანზე გასასვლელად – მთავრობის განმარტება

04 Apr 2021 19:35

სოციალური ქსელში გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომლის თანახმად, აივანზე გასასვლელად საშვია საჭირო.


გავრცებულ ჩანაწერს საქართველოს მთავრობის სტრატკომი გამოეხმაურა.


„სოციალურ ქსელში გავრცელდა ყალბი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომლის თანახმად, თითქოსდა მოსახლეობას აივანზე გასასვლელად, გადაადგილების შეზღუდვის მოქმედების პერიოდში, სპეციალური გადაადგილების ნებართვა ესაჭიროება. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის კლასიკური „ფეიქ ნიუსი“, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და წარმოადგენს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას, იმ შემზღუდავი ღონისძიებისა, რომელიც ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედებს“, – ნათქვამია განცხადებაში.





კომენტარები:

ფართი შოპი