ლევან ნიკოლეიშვილი: ელენე ხოშტარია რუსეთის ნომრიანი აგენტია

04 Apr 2021 21:17

ის რუსეთის ნომრიანი აგენტია, - ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში მოძრაობა „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას შესახებ წერს.როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ელენე ხოშტარიას დამთავრებული აქვს „მგიმოს“ საერთაშორისო უსაფრთხოების ფაკულტეტი, რომელიც პირდპირ კაგებეს ნომენკლატურაა.„ელენე ხოშტარიაზე მინდა ორი სიტყვა ვთქვა. პირდაპირ დავიწყებ იმით, რომ ის არის რუსეთის ნომრიანი აგენტი. 

ისტორია ასეთია - მისი მამა იყო მჭიდრო კავშირში რუსულსპეცსამსახურებთან. შემდეგ სწორედ მისი გადაწყვეტილებით, შვილი წაიყვანა მგიმოში, სადაც დაამთავრა ფაკულტეტი, საერთაშორისო უსაფრთხოების, რომელიც პირდაპირ კაგებეს ნომენკლატურაა. 

იქ ადამიანებს ბოლომდე ხდებიან სპეცსამსახურის არათუ მოკავშირეები, არამედ თანამშრომლები და იდეოლოგები. ამიტომ არ მიკვირს, რომ მისი პირიდან გავრცელდა პოზნერის ვიზიტის თაობაზე ინფორმაცია. ის ინფორმაციას იღებს პირდაპირ მოსკოვიდან. ელენე ხოშტარია არის რუსეთის აგენტი“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი facebook-ზე.

ვლადიმერ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რომლებსაც მოგვიანებით, პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. მოვლენები ე.წ. კომენდანტის საათის დროს განვითარდა, ამიტომ შრომის ინსპექციამ სასტუმრო „ვინოტელი“, სადაც ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები იმყოფებოდნენ, 10 000 ლარით დააჯარიმა

ამასთან, როგორც შსს-ს წარმომადგენელმა „ქრონიკას“ უთხრა, დაჯარიმდება ყველა, ვინც დაარღვია გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. ამასთან, შსს-ში განაცხადეს, რომ ვლადიმერ პოზნერი ამერიკის მოქალაქეა და მას კანონი ოკუპაციის შესახებ დარღვეული არ აქვს.


პოლიციამ რუსეთიდან ჩამოსული 32 მოქალაქე, მათ შორის ვლადიმერ პოზნერი იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე დააჯარიმა. რუსმა ჟურნალისტმა საქართველო 1-ელ აპრილს, დილით დატოვა.


imedinews.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი