„ისინი კალაძესა და გახარიას შორის შუღლის გაღვივებას ცდილობენ“ - საყვარელიძე

04 Apr 2021 21:58

ინფორმაციის იმის შესახებ, რომ ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია თბილისის მერობისთვის აპირებს ბრძოლას, მასსა და მოქმედ მერ კახა კალაძეს შორის შუღლის გასაღვივებლად ვრცელდება - აცხადებს „რეზონანთან" საუბრისას ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე. მისივე თქმით, ამაში დაინტერესებული არიან ის პოლიტიკური ძალები, ვის ინტერსებსაც ამ ცნობის გამავრცელებელი მედიასაშუალებები მესახურებიან.


ასეთი ცნობები ტელეკომპანია „ფორმულამ" და „მთავარმა არხმა" გაავრცელეს.


„სავარაუდოა და უმრავლეს შემთხვევაში ლაპარაკია იმაზე, რომ გახარია აპირებს, რომ პარტია შექმნას, შემდეგ საპარლამენტო ადგილებისთვის იბრძოლოს და თუ გაიმარჯვებს, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ერგება, ასეთი პერსპექტივით მომქმედ ადამიანს, მერობა რად უნდა?!


„თანაც ლაპარაკია იმაზე, რომ თანამებრძოლებს იკრებს გარშემო და ა.შ. მერობას თანამებრძოლების შეკრება რად უნდა, მერობას ერთი კაციც გაუძღვება. ასე რომ, მე მაინც მგონია, რომ ეს „ეშმაკობა" გათვლილია იმაზე, რომ გახარიასა და კალაძეს შორის შუღლი ჩამოაგდონ. ეს კი გათვლილია იმათი მხრიდან, ვის პოლიტიკურ ინტერესებსაც ეს ტელეარხები ემსახურებიან," - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი