მაკა ბოჭორიშვილი იაპონიის ელჩს შეხვდა

05 Apr 2021 16:30

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, იმამურა აკირასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.


შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოსა და იაპონიას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს. ხაზი გაესვა ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პოტენციალს და ქვეყნებს შორის საპარლამენტო თანამშრომლობის გააქტიურების საკითხს.


იმამურა აკირამ იაპონიის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ სრული მხარდაჭერას გამოხატა და განაცხადა, რომ მიესალმება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს.


იაპონიის ელჩმა გამოყო ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, დაკავშირებადობის საკითხი და ამ კონტექსტში საქართველოს მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მან მიმოიხილა ევროკავშირთან დაკავშირებადობის კუთხით არსებული შეთანხმება, რაშიც საქართველოს მნიშვნელოვანი სატრანზიტო როლის შესრულების პოტენციალი გააჩნია.


შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება განიხილეს. იაპონიის ელჩმა აღნიშნა, რომ აუცილებელია პოლიტიკურმა პარტიებმა შეთანხმებას მიაღწიონ, რათა ქვეყანამ დასახული რეფორმების კურსი ინკლუზიური და დემოკრატიული პრინციპების დაცვით გააგრძელოს.





კომენტარები:

ფართი შოპი