ელისო ბოლქვაძე აზერბაიჯანის ელჩს ფაიგ გულიევს შეხვდა

05 Apr 2021 17:16

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე  აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში   ფაიგ გულიევს   შეხვდა. შეხვედრაზე  ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების ახალ დინამიკასა და კულტურის მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.


„შეხვედრაზე კულტურული ურთიერთობების ახალ დინამიკაზე ვისაუბრეთ. განვიხილეთ ახალი პროექტები; დავგეგმეთ ძალიან საინტერესო ღონისძიებები როგორც აზერბაიჯანში, ასევე საქართველოში. მალე ვეწვევით გარდაბანს, სადაც ახლაგახსნილ ფილიალს დავათვალიერებთ. გაღრმავდება ურთიერთობა ალიევის ფონდსა და საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტს შორის სხვადასხვა პროექტებით “, -განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.





კომენტარები:

ფართი შოპი