პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ თამარ ტალიაშვილი აირჩიეს

05 Apr 2021 19:13

კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ფრაქციამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა წარადგინეს. კომიტეტის წევრებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს აღნიშნულ კანდიდატურას.


თამარ ტალიაშვილი არის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) დელეგაციის წევრი და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) კულტურის, მეცნიერების, განათლების, სპორტისა და მედიის კომიტეტის წევრი. ასევე, თამარ ტალიაშვილი არაერთი საგანმანათლებლო პროექტის ავტორი და ინიციატორი იყო თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში.


თამარ ტალიაშვილი პროფესორი, სამართლის დოქტორია.


imedinews.ge




კომენტარები:

ფართი შოპი