წუხელ, ტელეკომპანია იმედზე ნოე სულაბერიძის ახალ საავტორო გადაცემაში „ნოესთან“ პირველ სტუმრად, რუსთავი 2-დან წასული ჟურნალისტი მაია ასათიანი იჯდა. ერთსაათიანი გადაცემის მთავარი სტუმარი გახლდათ.
ცნობილია, რომ ნოე სულაბერიძის პრაიმ-შოუ სტუდია ტელეკომპანია იმედზე რამდენიმე პოპულარულ გადაცემას ამზადებს, მათ შორის შოუ-ბიზნესის და სოციალურ თემებზე. აქამდე გაჩნდა მოლოდინი, და მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაციები იმის თაობაზე, რომ მაია ასათიანი და პროფილის გუნდი ტელეკომპანია პირველზე გადადიოდა. ახლა კი მისი იმედზე გამოჩენის შემდეგ სხვა მოლოდინი გაჩნდა. ვინაიდან გადაცემის დახურვის შემდეგ პირველი სტუმრობის ექსკლუზივი ასათიანმა არა მის ახალ არხს, არამედ სწორედ ტელე იმედს მისცა. ამდენად, გაჩნდა სრულიად ლეგიტიმური მოლოდინი, რომ შესაძლოა მაია ასათიანი სწორედ იმედის ეთერში გამოჩნდეს და მისი გადაცემა სწორედ სულაბერიძის სტუდიის დახმარებით „იმედზე“ მომზადდეს. ამის შესახებ სოცუიალურ ქსელსა და სატელევიზიო კულუარებში საუბარი აქტიურად მიმდინარეობს. ეს განცდა აქვთ რიგით მაყურებლებსაც.
შეგახსენებთ, მაია ასათიანი „იმედის“ ყველაზე პოპულარულ საკვირაო ტელეჟურნალ „დროებაში“ მუშაობდა. ამიტომაც, მაიამ თქვა, რომ სხვანაირი და ემოციური განცდაა, როცა იმედში 12 წლიანი პაუზის შემდეგ შედგა ფეხი. მისი თქმით, თან სახლშია და თან სხვაგან. თან საკუტარ მოედანზეა და თან სტუმრად.
intermedia.ge