IRI საქართველოში ჩატარებული ახალი კვლევის შედეგებს აქვეყნებს. გამოკითხულთა უმეტესობა ტელეკომპანია „იმედის“ ახალ ამბებსა და პოლიტიკურ ინფორმაციას ენდობა. კვლევის მონაწილეებს ორი მედიასაშუალების დასახელების უფლება ჰქონდათ. „იმედი“ პირველ არჩევნად გამოკითხულთა 35%-მა დაასახელა, სულ კი ტელეკომპანია რესპონდენტთა 45%-მა ახსენა.
მეორე ადგილზეა „მთავარი არხი“ (19%), მესამეზე კი „რუსთავი 2“ (13%).
სხვა ტელეკომპანიების რეიტინგი ასე გადანაწილდა: „ტვ პირველი” – 8%, საზოგადოებრივი მაუწყებელი – 3%, „ფორმულა“ – 2%, „პალიტრანიუსი” – 1%, „მაესტრო” – 1%, „აჭარა” – 1%.
imedinews.ge