პოლიციამ ძალადობის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავა

06 Apr 2021 00:01

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი

თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული

ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს

დაბადებული ნ.დ., ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.


დანაშაული 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 აპრილს, თბილისში,

შოთა რუსთაველის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1991 წელს

დაბადებულ ი.ფ.-ს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკურად იძალადა

მასზე, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.


სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების

შედეგად, ნ.დ. ბრალდებულის სახით დააკავეს.


გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც

ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.





კომენტარები:

ფართი შოპი