გვაპატიეთ, ხალხნო, თუკი შეგიძლიათ...ერთი დღე არ გაგვიხარია..." - რუსუდან კერვალიშვილი

06 Apr 2021 00:03

"ცენ­ტრ პო­ინ­ტის“ ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა 30 მარტს და­ტო­ვა, პა­ტი­ე­ბას ითხოვს, ამავდრო­უ­ლად, მი­იჩ­ნევს, რომ "ცენტ-პო­ინ­ტის“ კი­დევ ერთი დამ­ფუძ­ნებ­ლის, მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის მი­მართ (რო­მე­ლიც კვლავ სა­პა­ტიმ­რო­ში რჩე­ბა) სა­მარ­თალს შერ­ჩე­ვი­თი სახე ჰქონ­და.


აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ კერ­ვა­ლიშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლას­თან“ ისა­უბ­რა:


"არ მინ­და თავი ვინ­მეს შე­ვა­ცო­დო, მაგ­რამ ძა­ლი­ან ბევ­რჯერ მი­ფიქ­რია თვით­მკვლე­ლო­ბა­ზე. გვა­პა­ტი­ეთ ხალხნო, თუკი შე­გიძ­ლი­ათ, იმი­ტომ, რომ იცო­დეთ, რომ ჩვენ ერთი დღე არ გაგ­ვი­ხა­რია ისე, რომ არ გვე­ფიქ­როს იმა­ზე, თუ რო­გორ გა­დავ­წყვო­ტოთ.


ჩვენ­თვის სა­პა­ტიმ­რო­ში ყოფ­ნა სას­ჯე­ლი კი არ იყო, ჩვენ მიგ­ვაჩ­ნდა, რომ ეს არის მი­სია - ჩვენ თუ აქ ვართ, ეტყო­ბა გა­რეთ უფრო კარ­გად ეც­დე­ბი­ან, რომ ეს პრობ­ლე­მა დას­რულ­დეს.


ის, რაც გან­ხორ­ცი­ელ­და მა­ი­ას მი­მართ, იმი­ტომ რომ 507 და­უმ­თავ­რე­ბე­ლი მშე­ნებ­ლო­ბაა თბი­ლის­ში, ბევ­რს არ გა­ვაგ­რძე­ლებ, მაგ­რამ ძა­ლი­ან შერ­ჩე­ვი­თი სა­მარ­თა­ლია, მეტს არა­ფერს არ ვი­ტყვი“ - ამ­ბობს კერ­ვა­ლიშ­ვი­ლი.


ამბები.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი