საქართველოში ვაქცინაციის დაწყებიდან-დღემდე 11 ათასამდე ადამიანია აცრილი. ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ ეს ძალიან ცოტაა.
იმისთვის, რომ მასობრივი იმუნიტეტი შეიქმნას, აუცილებელია, მოსახლეობის 60 % აიცრას. სახელმწიფოს გეგმა ასეთია, თუმცა მოსახლეობაში ბევრი კითხვაა ვაქცინაციასთან დაკავშირებით.
ჯერჯერობით დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხემძღვანელი ამირან გამყრელიძეც არ აცრილა. მას ვაქცინაცია აპრილის ბოლოს უწევს. მისი თქმით, შესაძლოა, ის ჩინური პრეპარატით აიცრას.
„დეკემბერში გადავიტანე კორონავირუსი. შესაბამისად ვაქცინაცია აპრილის ბოლოს მიწევს. ჯერ არ ვიცი რომელი ვაქცინით ავიცრი, თუცა ისე ვიზამ, რომ სალაპარაკო არ გავხდე. შესაძლოა სწორედ ჩინური ვაქცინით ავიცრა“, - განაცახადა გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.