თურქეთში კორონავირუსის 42 551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

06 Apr 2021 10:39

თურქეთში, გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსის 42 551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 3.53 მილიონამდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, თურქეთში კოვიდ 19-ს კიდევ 193 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 32 456-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა კი 25 627-ით, 3.13 მილიონამდე გაიზარდა.

თურქეთმა კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია 14 იანვარს დაწყო და ქვეყანაში დღემდე ვაქცინის პირველი დოზა 9.95 მილიონ, ორივე დოზა კი - 7.24 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს გაკეთებული.





კომენტარები:

ფართი შოპი