ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლი ტოივო კლაარი საქართველოს ეწვია

06 Apr 2021 11:21

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ტოივო კლაარი, თბილისშია.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, თბილისის ურთიერთობები სოხუმთან , ცხინვალთან და მოსკოვთან და კონფლიქტის დაძლევის მექანიზმები - ეს ის საკითხებია, რაზეც კლაარი პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრებზე ისაუბრებს. „ქრონიკასთან“ საუბარში კლაარმა აღნიშნა, რომ ვიზიტის ფარგლებში სოხუმში გამგზავრებასაც გეგმავს.


„ვიზიტის მიზანია კონფლიქტებზე საუბარი. ეს ეხება ურთიერთობებს თბილისსა და სოხუმს, თბილისსა და ცხინვალს, და თბილისსა და მოსკოვს შორის. დღესვე, დღის მეორე ნახევარში, პრემიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს შევხვდები. ჩვენი ვიმსჯელებთ ჟენევის მოლაპარაკებების პროცესზე, ასევე იმაზე თუ როგორც უნდა გავაგრძელოთ ერთობლივად მუშაობა კონფლიქტების დასაძლევად. ხუთშაბათს მე სოხუმშიც გავემგზავრები“, - განაცხადა კლაარმა.


imedinews.ge 





კომენტარები:

ფართი შოპი