ნიგერიის ციხიდან 1800-ზე მეტი პატიმარი გაიქცა

06 Apr 2021 11:56

ნიგერიის ციხიდან 1800-ზე მეტი პატიმარი გაიქცა მას შემდეგ, რაც საპყრობილეს შეიარაღებული პირების ჯგუფი დაესხა თავს. „ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მოხდა.

ბოროტმოქმედები ომოს შტატში მდებარე ციხეში შეიჭრნენ, ცეცხლი გახსნეს და ადმინისტრაციული შენობა ააფეთქეს.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. ქვეყნის პრეზიდენტმა თავდასხმას ტერორისტული აქტი უწოდა.



imedinews.ge 





კომენტარები:

ფართი შოპი