საიდან მოდის დასახელება "შავი პარასკევი"?

06 Apr 2021 12:18

მადლიერების დღის მეორე დღე აშშ-ში საშობაო ვაჭრობის დასაწყისად ითვლება და ამერიკელები სავაჭრო ცენტრების "შტურმით" ასაღებად მიდიან. 2019 წლის შავ პარასკევს, მომხმარებლების მიერ დახარჯულმა თანხამ 68, 9 მილიარდი დოლარი შეადგინა.თუ შავ პარასკევს ასეთი მოგება მოაქვს, რატომ ეძახიან "შავს"?


ამ სიტყვას ჩვეულებრივ იყენებდნენ იმ მოვლენის დასახელებისთვის, რომელიც ფულის პრობლემებთან იყო დაკავშირებული. მაგალითად: შავი პარასკევი, რომელმაც დააჩქარა საფონდო ბირჟის კრახი 1929 წელს, ან 1869 წელს ოქროს ბირჟის ჩამოქცევა, რომელმაც ფინანსური კრახი გამოიწვია.


შავი პარასკევი ყოველთვის არ ასოცირდებოდა სადღესასწაულო ხარჯებთან (ისე როგორც დღეს). Snopes-ის მიხედვით, 1950-იანი წლებიდან დაწყებული, დამსაქმებლებმა და მასმედიამ შეამჩნიეს, რომ ადამიანები ხშირად საავადმყოფო ფურცელს იღებდნენ მადლირების დღის შემდეგ (როგორც წესი, ემთხვეოდა ნოემბრის მეოთხე ხუთშაბათს), იმისთვის რომ მიყოლებით ოთხი დღე დაესვენათ. ბიზნესისთვის ეს პარასკევი არ იყო მაინცდამაინც კარგი დღე, რადგანაც მკვეთრად ეცემოდა პროდუქტიულობა (შემდეგ ბოლოსდაბოლოს ოფისები დანებდნენ და თანამშრომლებს ეს დღე დასვენების დღედ გამოუცხადეს).


სამართალდამცავი ორგანოებიც არ იყვნენ აღფრთოვანებული ამ პარასკევი დღით. რამდენადაც მოზრდილები და ბავშვები არ მიდიოდნენ სამსახურებში/სკოლებში, მსხვილ ქალაქებში იზრდებოდა მოსახლეობის მოძრაობა. ფილადელფიის პოლიცია იძულებული იყო დამატებითი ღონისძიებებისთვის მიემართა, რათა საცობების პრობლემები გადაეჭრა. მათ შეიძულეს ეს დღე და სახელწოდებაც "შავი პარასკევი" სწორად მიესადაგა ამ დღეს.

საბოლოო ჯამში ეს უარყოფითი ტერმინი თანდათანობით ვრცელდებოდა მასმედიით. ფილადელფიის საცალო მოვაჭრეებმა სცადეს ამ დღის სახელწოდება შეეცვალათ "დიდ პარასკევად", რათა კატასტროფასთან ასოციაცია არ ყოფილიყო. მაგრამ ძველი სახელწოდება უკვე დამკვიდრებული იყო და მალე იგი რეკორდული მოგებების სინონიმად იქცა.


intermedia.ge 





კომენტარები:

ფართი შოპი