გლდანის ციხეში უეჭველი მოვკვდები - პატიმრის წერილი ტვ პირველს

06 Apr 2021 12:38

გიორგი თვაური გლდანის ციხის პატიმარი "ტვ პირველს" წერილს უგზავნის,სადაც ის ითხოვს შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდეს. 

პატიმარი ამ დროისთვის "ვივამედის" კლინიკაში იმყოფება, თუმცა მისი თქმით, დაგეგმილია მისი ისევ საპატიმროში გადაყვანა. პატიმარი ტვ პირველის ჟურნალისტს თხოვს მიმართოს სახალხო დამცველს, რომ შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა ჩაუტარდეს. 

მიმართე ნინო ლომჯარიას და აუხსენი ყველაფერი რასაც ვწერ,  და ის დაგაკვალიანებს, როგორ მიმართო ჯანდაცვის მინისტრს, არ გაჩერდე სანამ არ დადებ შედეგს შენ იმედზე ვარ. ხვალ დილით მოდით და დაელაპარაკეთ მთავარ ექიმს, რომ გლდანში არ წამიყვანონ, მიმკურნალონ ფეხებზე და მერე გამიკეთონ ოპერაცია კენჭზე - წერს თვაური.  


კომენტარები:

ფართი შოპი