"გახარიამ ხალხის პოზიტიური დამოკიდებულება მაშინ მიიღო, როცა პრემიერი იყო.. რეიტინგი ეკრანზე ერთი გაელვებით არ მიუღია" - გია ვოლსკი

06 Apr 2021 12:46

"რე­ა­ლო­ბა არის ის, რომ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ ხალ­ხის საკ­მა­ოდ პო­ზი­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მა­შინ მი­ი­ღო, როცა ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი იყო - სა­ზო­გა­დო­ე­ბი­ვი აზ­რის კვლე­ვაც სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­შია ჩა­ტა­რე­ბუ­ლი", - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა პარ­ლა­მენ­ტის პირ­ვე­ლი ვიცე-სპი­კე­რი გია ვოლ­სკი, “სა­ერ­თა­შო­რი­სო რეს­პუბ­ლი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის“ (IRI) კვლე­ვებ­ში გი­ორ­გი გა­ხა­რი­ა­სად­მი მო­წო­ნე­ბის მა­ღალ მაჩ­ვე­ნე­ბელს.

აქვე ვოლ­სკიმ ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ პი­რა­დად მისი და “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გუნ­დის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას მიერ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯის მი­მართ მკვეთ­რად უარ­ყო­ფი­თია.

“მას ჩემი პი­რა­დი სიმ­პა­ტია და მთე­ლი გუნ­დის მხარ­და­ჭე­რა, გვერ­დში დგო­მა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი ჰქონ­და, რაც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის წარ­მა­ტე­ბის­თვის სა­გან­გე­ბოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თუმ­ცა როცა საქ­მე პრინ­ცი­პულ მო­მენტზე მიდ­გა, მისი ქცე­ვა მი­სა­ღე­ბი არ არის. რო­გორ აღიქ­ვამს ამას სა­ზო­გა­დო­ე­ბა, არ ვიცი, რად­გან ამ პე­რი­ო­დის კვლე­ვა არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. გა­ხა­რია თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გო­მის შემ­დეგ ერთხელ, მოკ­ლე კო­მენ­ტა­რით გა­მოჩ­ნდა და მას ასე­თი რე­ი­ტინ­გი ეკ­რან­ზე ერთი გა­ელ­ვე­ბით არ მი­უ­ღია“, - გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას.

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ისიც აღ­ნიშ­ნა, რომ “გა­ხა­რია ელექ­ტო­რა­ტის ხმებს წა­ი­ღებს, თუმ­ცა არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რომ ეს მხო­ლოდ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხმე­ბი იყოს“.

“არის სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის გა­მო­ჩე­ნას მი­ე­სალ­მე­ბა“, - დას­ძი­ნა გია ვოლ­სკიმ.

“სა­ერ­თა­შო­რი­სო რეს­პუბ­ლი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის“ (IRI) ახა­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, გი­ორ­გი გა­ხა­რია მო­წო­ნე­ბის რე­ი­ტინ­გში კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის შემ­დეგ მე­ო­რე ად­გილ­ზეა. ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გა­მო­კი­თხულ­თა 65%-ს მოს­წონს.


ამბები.ge 





კომენტარები:

ფართი შოპი