პოლიციამ ლაგოდეხში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

06 Apr 2021 13:20

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის

თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების

შედეგად,1992 წელს დაბადებული ა.მ., ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების

ბრალდებით, ყვარელში დააკავეს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ა.მ.-მ ლაგოდეხის სოფელ კაბალში მდებარე ერთ-ერთ

კაფეში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1986 წელს დაბადებულ ე.ი.-ს ცივი

იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე

დააკავეს.

დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად.

დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის

განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.





კომენტარები:

ფართი შოპი