მერაბ ნინიძე გერმანულ მინისერიალში მთავარ როლს ასრულებს - მსახიობი ამბობს, რომ ამ როლით განსაკუთრებით ბედნიერი დედაა, რადგანაც ამჯერად მის შვილს განგსტერის როლში არ ნახავს

06 Apr 2021 13:53

"Doktor Ballouz" ასე ჰქვია ახალ გერ­მა­ნულ მი­ნი­სე­რი­ალს, რო­მელ­შიც მთა­ვარ როლს ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი, მე­რაბ ნი­ნი­ძე ას­რუ­ლებს. სე­რი­ა­ლის პირ­ველ ეპი­ზოდს მა­ყუ­რე­ბე­ლი 7 აპ­რილს იხი­ლავს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ გერ­მა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა "ბილ­დი" წერს.


გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, სე­რი­ა­ლი სულ ექ­ვსი სე­რი­ის­გან შედ­გე­ბა და გვიყ­ვე­ბა ექიმ­ზე, რო­მე­ლიც ხალ­ხის გა­დარ­ჩე­ნას ცდი­ლობს. ექი­მი ბე­ლუ­ზი ლტოლ­ვი­ლია, რო­მელ­მაც ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში ცოლი და­კარ­გა. "ბილ­დი" წერს, რომ სცე­ნარს სა­ფუძ­ვლად რე­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნის ის­ტო­რია უდევს, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ა­ში ლი­ბა­ნი­დან მა­შინ წა­ვი­და, როცა ლი­ბან­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ომი იყო. გერ­მა­ნი­ა­ში კი მან მე­დი­ცი­ნა შე­ის­წავ­ლა.


თა­ვად მსა­ხი­ო­ბი ამ­ბობს, რომ მისი ახა­ლი რო­ლით გან­სა­კუთ­რე­ბით ბედ­ნი­ე­რი დე­დაა, რად­გა­ნაც ამ­ჯე­რად მის შვილს განგსტე­რის როლ­ში არ ნა­ხავს.


სე­რი­ა­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნია ZDF-ის ეთერ­ში გავა და რო­გორც ცნო­ბი­ლია, თი­თო­ე­უ­ლი ეპი­ზო­დის ხან­გრძლი­ვო­ბა 40 წუთი იქ­ნე­ბა.



ამბები.ge 





კომენტარები:

ფართი შოპი