ზურაბ ხარატიშვილი: ჩვენთან ხალხი კი არა, მილიარდებია ხელისუფლების წყარო!

04 Apr 2018 02:05

„ჩვენთან ხალხი კი არა, მილიარდებია ხელისუფლების წყარო,“ - ეს განცხადება პოლიტიკური გაერთიანება სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვისთავმჯდომარემ, ზურაბ ხარატიშვილმა, არჩევანის ეთერში გააკეთა.


ზურაბ ხარატიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება არა ხალხს, არამედ არაფორმალურ მმართველს ემსახურება.


„ხის გადატანა აჩვენებს, რომ ერთი ადამიანის ხუშტურებს ეწირება მთელი სახელმწიფოს მექანიზმი... ის, რომ მთელი ხელისუფლება ბატონყმური მორჩილებით, ბატონყმური ვერტიკალით, დღეს დამახასიათებელია რუსული ხელისუფლებისთვის, ზუსტად მისი კოპირებული ხელისუფლების სისტემა მუშაობს,“ - განაცხადა ხარატიშვილმა.


კომენტარები:

ფართი შოპი