იუსტიციის მინისტრი არჩილ თალაკვაძეს შეხვდა

06 Apr 2021 16:35

იუსტიციის ახალდანიშნული მინისტრი, რატი ბრეგაძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძეს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგი და პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. მინისტრმა პარლამენტის თავმჯდომარეს საკუთარი ხედვები გააცნო. არჩილ თალაკვაძის შეფასებით, იუსტიციის სამინისტრო, წლებია, განვითარებით, რეფორმებითა და მოქალაქეებზე ორიენტირებული მომსახურებით სამაგალითო სახელმწიფო უწყებაა. პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ სამინისტრო მომავალშიც იქნება ევროპული სტანდარტების მაგალითი საჯარო სამსახურისთვის და რატი ბრეგაძეს წარმატებები უსურვა.







კომენტარები:

ფართი შოპი