რამდენს გაუძლებს ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, მხოლოდ გამჩენმა იცის - ჩალაძე

06 Apr 2021 19:33

გენეტიკის ლაბორატორიის დირექტორი, ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ჩალაძე, ამბობს, რომ ქვეყნისთვის მესამე ტალღა საკმაოდ საშიში იქნება. ჩალაძე ამბობს, რომ ჯანდაცვის სისტემა მესამე ტალღას მოუმზადებელი ხვდება. 

მესამე ტალღა არის ძალიან საშიში და რეალური სურათი, რამდენს გაუძლებს ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, მხოლოდ გამჩენმა იცის, რეალური ინფორმაცია არ არსებობს. არ ვიცით, დღემდე არ გვაქვს აღწერილი არც საწოლების, არც სასუნთქი აპარატების რაოდენობა. ვაცქინირებული არ უნდა იყოს 2-3 კაცი, აცრილი უნდა იყოს მოსახლეობის მინიმუმ 60%,"- ამბობს ჩალაძე. 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას, თქმით, ქვეყანაში ეპიდემიური ვითარება საყურადღებოა და ამას ბოლო 24 საათის სტატისტიკა მოწმობს.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის   897 შემთხვევა დაფიქსირდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3,65%-მდეა. 24 საათში 24592 ტესტი ჩატარდა. ბოლო ერთ დღეში გამოჯანმრთელდა  196 ადამიანი, 10 კი გარდაიცვალა.


tv პირველი 





კომენტარები:

ფართი შოპი