ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ფოთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, სამედიცინო ცენტრი „ვივამედის“ ექიმები (კარდიოლოგი, თერაპევტი, ნევროლოგი, ენდოკრინოლოგი, ქირურგი, გინეკოლოგი, ოფთალმოლოგი, გასტროენტეროლოგი, ოტო-რინო-ლარინგოლოგი), ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მრავალპროფილურ, უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ჩაატარებენ. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, გამოკვლევები 10 აპრილს ჩატარდება და ბენეფიციარების მიღება 10:00 საათიდან დაიწყება.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და სამედიცინო ცენტრ „ვივამედს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიმდინარე წლის 26 თებერვალს გაფორმდა და მიზნად ისახავს, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას.
ipn.ge