ტელესახე მაია ასათიანი ნოე სულაბერიძის ახალი გადაცემის პირველი სტუმარი იყო. მან ოჯახზე, კარიერასა და სხვა საინტერესო თემებზე გულახდილად ისაუბრა.
მაიას თქმით, შვილის პანაშვიდზე მისვლა მამას აუკრძალა და მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ აპატია. ტელესახე აღნიშნავს, რომ მასსა და მამამისს შორის კავშირი გაწყვეტილი იყო და მის მიმართ ვერაფერს გრძნობდა.
„მამას ნუცას პანაშვიდზე მოსვლა ავუკრძალე. როდესაც მამა მოკვდა, დედამ გამაგებინა ეს ამბავი და ჩემს თავს დავუსვი შეკითხვა, წავსულიყავი თუ არა პანაშვიდზე. ისიც არ ვიცოდი სად წავსულიყავი. ბევრი ვიფიქრე და ბოლოს წავედი, დედაჩემი გამომყვა. მოკვდა ადამიანი, ჩემი ბიოლოგიური მამა, რომელიც ჩემი გენეტიკური კოდის ორმოცდაათი პროცენტია, მე კი გულგრილი ვიყავი. საოცრად ვგავდი ვიზუალურად მამას. ვუყურებდი გარდაცვლილს და ვერაფერს ვგრძნობდი. ამიტომ არ უნდა გაწყდეს კავშირი მამასა და შვილს შორის. მე გარდაცვალების შემდეგ ვაპატიე და გავუშვი ის ტკივილი ჩემგან, გავუშვი ცაში. იმიტომ, რომ მეც ცოდო ვიყავი და ისიც ცოდო იყო“, - აღნიშნა მაიამ.
ნოეს კითხვაზე, ნანობს თუ არა, რომ სიცოცხლეში არ აპატია მამას, მაიამ უპასუხა: „არ ვნანობ, რადგან ნუცა მეკითხებოდა, ჩვენ რომ მოვხვდეთ ჩრდილოეთ პოლუსზე, ძალიან რომ ციოდეს, რა იზამო. მე ვუპასუხე: გავიხდი ყველაფერს და შენ ჩაგაცმევ-მეთქი, იმიტომ, რომ მე ვარ დედა და ვარ მშობელი. ეს არის“, – ამბობს მაია ასათიანი.
მარაო