ქვეყნიდან გაქცეული თუ გაშვებული ლაშა ნაცვლიშვილი და პირობა, რომელიც მას წაუყენეს

06 Apr 2021 21:29

რატომ დატოვა "ქართული ოცნების" მთავარმა პროპაგანდისტმა ლაშა ნაცვლიშვილმა საქართველო და შვეიცარიაში გაემგზავრა? ის ხომ მეფედ გვისახავდა ქართული ოცნების ლიდერს სულ ცოტა ხნის წინ? გადაიფიქრა?

აღმოჩნდა, რომ ლაშა ნაცვლიშვილი ჩანაწერების გავრცელების საქმეში მთავარი ეჭვმიტანილია. ამის გამო მას რაღაც პერიოდი პასპორტიც კი ჩამოართვეს. მას შემდეგ, რაც ნაცვლიშვილს პასპორტი ჩამოართვეს და ქვეყნიდან გასვლა აუკრძალეს, იგი მოქმედ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს კომპრომატების გამოქვეყნებით და „ხელისუფლების აფეთქებით“ დაემუქრა.

სავარაუდოდ, ამის შემდეგ ნაცვლიშვილს ქვეყნის დატოვების საშუალება მისცეს, თუმცა კონკრეტული პირობით - განსაზღვრულ და შეთანხმებულ ვადაში მან ის თანხა უნდა დააბრუნოს, რომელიც მითვისებულად ჩაუთვალეს.

„ქართულმა ოცნებამ “ უკვე დაიწყო ლაშა ნაცვლიშვილის კადრების წმენდა.

როგორც ჭაბუა ამირეჯიბი იტყოდა, ამაღამ დიდი ამბავი იქნება საყველიეში.



intermedia.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი