"საყიდლებზე იყო, როცა უთხრეს, რომ მისი კლინიკაში გადაყვანა იყო საჭირო" - ფსიქიატრიულში ქალი უკანონოდ მოათავსეს, კლინიკა 5000 ლარით დაჯარიმდა

06 Apr 2021 23:57

სა­სა­მარ­თლომ 5 000 ლა­რით და­ა­ჯა­რი­მა ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი კლი­ნი­კა, სა­დაც ქალი უკა­ნო­ნოდ იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი. ინ­ფორ­მა­ცი­ას "პარტნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის" ავ­რცე­ლებს.


"ი.მ.-ს გად­მო­ცე­მით 2019 წლის 31 აგ­ვის­ტო მის­თვის ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დღე იყო. დი­ლით სა­ყიდ­ლებ­ზე წა­ვი­და, მას შემ­დეგ რაც ბოსტნე­უ­ლი და სახ­ლის­თვის სა­ჭი­რო პრო­დუქ­ტე­ბი იყი­და და შინ დაბ­რუნ­და, მის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლში სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ეკი­პა­ჟი და სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და მი­ვი­და. ყო­ველ­გვა­რი კონ­ფლიქ­ტი­სა და და­ძა­ბუ­ლო­ბის გა­რე­შე, პო­ლი­ცი­ის ეკი­პაჟ­მა მას უთხრა, რომ სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბის მიზ­ნით მისი კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა იყო სა­ჭი­რო. სრულ გა­ურ­კვევ­ლო­ბა­ში მყო­ფი ი.მ ვერ მიხ­ვდა რა მო­ე­მოქ­მე­დე­ბი­ნა და ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით გაჰ­ყვა მათ კლი­ნი­კა­ში.


თან გზა­ში პო­ლი­ცი­ელს უყ­ვე­ბო­და, რომ ოჯა­ხის წევ­რის მხრი­დან ად­გი­ლი ჰქონ­და მას­ზე რო­გორც ფი­ზი­კურ, ასე­ვე ფსი­ქო­ლო­გი­ურ ძა­ლა­დო­ბას. მო­უყ­ვა, რომ მისი ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ რამ­დე­ნი­მე დღის წინ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის გამო გა­მო­ცე­მუ­ლი იყო შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი მის და­სა­ცა­ვად. სა­ბო­ლო­ოდ კლი­ნი­კა­ში მის­ვლის შემ­დეგ ისე მოხ­და, რომ ი.მ ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი კლი­ნი­კი­დან აღარ გა­მო­უშ­ვეს.


აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ში ი.მ-ს მო­თავ­სე­ბი­სას არ მომ­ხდა­რა ფაქ­ტე­ბის სრუ­ლი და ობი­ექ­ტუ­რი გა­მოკ­ვლე­ვა: ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის მხირ­დან არ მომ­ხდა­რა ფაქ­ტე­ბის გა­და­მოწ­მე­ბა - იყო თუ არა ქალი ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი. ექიმ-ფსი­ქი­ატ­რებ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას მხედ­ვე­ლო­ბა­ში არ მი­ი­ღეს ის ფაქ­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც წინ უს­წრებ­და მის სტა­ცი­ო­ნარ­ში მო­თავ­სე­ბას, კერ­ძოდ, ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სწო­რედ ოჯა­ხის წევ­რის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ზა­რის სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­და სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო ბრი­გა­დი­სა და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის მიერ მო­სარ­ჩე­ლის გა­დაყ­ვა­ნა კლი­ნი­კა­ში.


აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტე­ბის გა­უთ­ვა­ლის­წი­ნებ­ლო­ბა და ექიმ-ფსი­ქი­ატრთა კო­მი­სი­ის და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი დას­კვნა გახ­და სა­სა­მარ­თლოს მხრი­დან უკა­ნო­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მო­ტა­ნის სა­ფუძ­ვე­ლი - მო­სარ­ჩე­ლის ფსი­ქი­ატ­რი­ულ კლი­ნი­კა­ში მო­თავ­სე­ბის თა­ო­ბა­ზე.


თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს 2019 წლის 2 სექ­ტემ­ბრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­სა­ჩივ­რდა სა­ა­პე­ლა­ციო წე­სით. თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს 2019 წლის 13 სექ­ტემ­ბრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით გა­უქ­მდა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს 2019 წლის 2 სექ­ტემ­ბრის ბრძა­ნე­ბა ი.მ-ს არა­ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის მიზ­ნით სტა­ცი­ო­ნარ­ში მო­თავ­სე­ბის შე­სა­ხებ და შპს "N5 კლი­ნი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს" და­ე­ვა­ლა ი.მ-ს და­უ­ყო­ნებ­ლივ გა­წე­რა. დღეს კი თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ, მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბა და­ა­კის­რა ფსი­ქი­ატ­რი­ულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას უკა­ნო­ნოდ არა­ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი ფსი­ქი­ა­ტი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის გამო" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.


ამბები.ge 





კომენტარები:

ფართი შოპი