საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვები ისევ წესდება?! – მინისტრის მოადგილის ორაზროვანი პასუხი და მინიშნება

07 Apr 2021 12:09

შესაძლებელია თუ არა კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან ერთად დღის წესრიგში ისევ დადგეს საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა? ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ „რუსთავი2“-ის ეთერში ამ თემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხვალ-ზეგ შეზღუდვების დაწესება არ განიხილება, თუმცა მიმდინარეობს დაკვირვება სიტუაციაზე:

„დღევანდელი მდგომარეობით, ეს საკითხი არ განიხილება, თუმცა ჩვენ შევხედავთ სიტუაციას 7-დღიანი ინტერვალებით, ტენდენცია როგორ განვითარდება და გარკვეულწილად, მობილობის შეზღუდვის ერთ-ერთი საშუალება არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის გარკვეული ლიმიტირება.

დღეს ამაზე საუბარი ნამდვილად არ არის, მაგრამ თუკი ამის აუცილებლობა დადგა, მოგვიწევს იმ გზის გამეორება, რაც გავიარეთ მეორე ტალღის შემდეგ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.



რეზონანსი




კომენტარები:

ფართი შოპი