ვახტანგ კალოიანი - ეპიდემიოლოგიურ კრიზისში შევდივართ, რომელიც არასწორი მართვის გაგრძელების შემთხვევაში შესაძლოა, ქვეყნისთვის დამანგრეველი იყოს

07 Apr 2021 13:10

ეპიდემიოლოგიურ კრიზისში შევდივართ, რომელიც არასწორი მართვის გაგრძელების შემთხვევაში შესაძლოა, ქვეყნისთვის დამანგრეველი იყოს“,- ამის შესახებ ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელმა, ექიმმა ვახტანგ კალოიანმა განაცხადა.

როგორც ვახტანგ კალოიანი აცხადებს, მნიშვნელოვანია დაწესებული შეზღუდვები თანმიმდევრული და მსუბუქი იყოს.

„შეზღუდვები არ უნდა იყოს დაკავშირებული პოლიტიკურ აქტივობასთან. მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილების მიღება ეპიდემიოლოგიური პარამეტრების მიხედვით.

ის ვითარება, რაშიც დღეს ვართ, ხელისუფლების სრული პასუხისმგებლობაა, რომელმაც ვერ მოახერხა ეპიდემიის თანაბარზომიერი მართვა, ვაქცინაციის პროცესის უზრუნველყოფა“,-აცხადებს კალოიანი.





კომენტარები:

ფართი შოპი