"60-ზე მეტი მოქმედი მოსამართლის სია, რომლებიც „ნაცრეჟიმის“ ცნობილი „გამპრავებლები“ და „შემსრულებლები“ არიან"

04 Apr 2018 03:12

ადვოკატი ზურაბ ჯორბენაძე  60-ზე მეტი მოქმედი მოსამართლის სიას აწვდის, რომლებიც, როგორც ჯორბენაძე ამბობს, არიან „ნაცრეჟიმის" ცნობილი „გამპრავებლები" და „შემსრულებლები".


„ნინო გვენეტაძის გამოსვლებს ვუსმენ და ვხედავ, რომ ის, ხმლით ხელში ბრძოლას არ აპირებს იმ მოსამართლეებთან, ვისაც ჩამოვთვლი. გვენეტაძემ თქვა, რომ ის იუსტიციის საბჭოს მეშვებით დაიწყებს გარკვეულ მოქმედებებს, რომ სასამართლო სისტემა გაჯანსაღდეს. თუ ზაზა მეიშვილით, ლევან მურუსიძითა და დანარჩენი „ნაცაქტივისტებით" აპირებს ამას, პირდაპირ გეტყვით - არაფერი არ შეიცვლება და თუ ეს უნდა მომხდარიყო - გდებულიყო მაშინ მიშა!


ამ საკითხს სახელმწიფოებრივი მიდგომა სჭირდება, კანონია შესამუშავებელი ამ მოსამართლეთა პასუხისგებაში მისაცემად და უნდა დადგინდეს ცალსახად, რომ ეს იყო რეჟიმი და ეს მოსამართლეები იყვნენ შემსრულებლები. უნდა მოვაშოროთ ეს ადამიანები სისტემას. გვენეტაძემ კი როგორც ამ სისტემის თავმა, უნდა მიმართოს პარლამენტს შესაბამისი საკანონმდებლო 

ზურაბ ჯორბენაძე:



- ნინო გვენეტაძის წარდგენის დროს, მარგველაშვილმა კუბლაშვილს მადლობა გადაუხადა. მე ძალიან მრცხვენია იმ ქვეყნის მოქალაქეობა და  შემირცხვენია იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც მთავარ უსამართლოს, ხალხის მთავარ გამაუბედურებელსა და უკანონობის დამდგენს, კონსტანტინე კუბლაშვილს მადლობას ეტყვის - 300 ათასი კაცის გაუბედურებისთვის. მოგიყვებით ისეთ ამბებს, რომელიც სასამართლო სისტემის მთელ შიდა სამზარეულოს აღწერს, იმას, რაც მხოლოდ და მხოლოდ ამ მოსამართლეებმა და რამდენიმე კაცმა იცის. ეს რამდენიმე კაცი არის სააკაშვილი, ადეიშვილი, კუბლაშვილი, მეიშვილი, ბატონი ჩემი ძმა - ომარ ჯორბენაძე. ერთადერთი ადამიანი ვარ, რომელმაც სასამართლო სისტემის გარეთ ვარ და ვიცი მოქმედი მოსამართლეების წარსული საქმიანობა და მათ მიერ ჩადენილი ველა სიბინძურე! ვიცი იმიტომ, რომ ისინი ყველა ჩემი ძმის მეგობრები იყვნენ, ყოველდღიურად მათ წრეში ვტრიალებდი და ყველა მათგანს ვიცნობ პირადად. ეს  დამიანები ახლოს არ არიან სამართალთან და ზნეობასთან, ესენი საკუთარი სტომაქის, მაღალი ხელფასის, კომფორტისა და პრივილეგიის შენარჩუნების გამო უდანაშაულო ხალხს მუჭა-მუჭა ყრიდნენ ციხეში. ეს მოსამართლეები „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები არიან. ახლა ცდილობენ თავის გადარჩენას, ცდილობენ, აამონ ახალ ხელისუფლებას თავიანთი შეფუთული უზნეობით. მე გეტყვით დეტალურად, ვინ როგორ დაინიშნა და რას საქმიანობდნენ. დავიწყებ უზენაესი სასამართლოდან.


1. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა მეიშვილი. ეს კაცი არის ადეიშვილისა და ჩემი ძმის კურსელი, „წარმატებული ნაციონალი", ეს კაცი ამ თანამდებობაზე იმიტომ დაინიშნა, რომ იუსტიციის საბჭოში მყარად ედგა გვერდით კუბლაშვილს და ცერცვაძეს და სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე იყო მანამ, სანამ ცერცვაძე იუსტიციის საბჭოს მდივნობიდან სააპელაციო სასამართლოში არ წავიდა. მეიშვილის კისერზეა ყველა ის უბედურება, რაც „ნაციონალური მოძრაობის" დროს ხდებოდა სააპელაციოში. ყველა იმ განაჩენს, რაც „აწყობდა" „ნაციონალურ მოძრაობას", „აპრავებდა" მეიშვილი. ერთ-ერთი ასეთი საქმეა, სულხან მოლაშვილის განაჩენი, რომელიც პირველ ინსტანციაში დააყენა ლევან მურუსიძემ, სააპელაციოში ეს „გააპრავა" და მერე, ეს ორი ადამიანი, მოლაშვილის გამო გადაიყვანეს უზენაეს სასამართლოში, რომ იგივე განაჩენი დაეტოვებინათ ძალაში. ამ დამსახურების გამო დაინიშნა მეიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ.


2. მიხეილ ჩინჩალაძე - ეს ადამიანი ადეიშვილის ნათესავია. მცხეთის სამხარეო პროკურატურაში პროკურორი იყო. უზენაესში იმიტომ დანიშნეს, რომ ადეიშვილს სამივე კოლეგიის კონტროლი სჭირდებოდა. მეიშვილი სისხლის სამართლის კოლეგიის თავმჯდომარეა, ჩინჩალაძე _ ადმინისტრაციული პალატის თავმჯდომარე, ხოლო ვასილ როინიშვილი, რომელიც მართლა არ ვიცი, როგორ მოხვდა უზენაესში, არის მესამე პალატის თავმჯდომარე.


3. მაია ოშხარელი - სააპელაციოს მოსამართლე იყო. გამოირჩეოდა იმით, რომ ადვილად „აპრავებდა" უკანონო განაჩენებს. ადეიშვილის მარჯვენა ხელის, განყოფილების პროკურორის, დავით ჩხენკელის მეუღლეა. ქმარი მარჯვენა ხელი იყო, ცოლი „აპრავებდა" - და ეს ქალბატონი დაჯილდოვდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობით.


4. გიორგი შავლიაშვილი - კუბლაშვილის ახლობელი. ამ ახლობლობის გამო ჯერ დაჯილდოვდა საქალაქო სასამართლოს მოსამართლეობით, სადაც მთავარი „გამპრავებელი" იყო. კარგა ხან „აპრავებდა" უკანონობას, რის მერეც დაჯილდოვდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობით.


5. პაატა სილაგაძე - მცხეთის სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ესეც იუსტიციის საბჭოდან მოდის. ეს ცერცვაძის მეგობრობისა და „ნაციონალური მოძრაობის" მედროშეობის გამო, ჯერ მცხეთის სასამრთლოს თავმჯდომარე იყო, მაგრამ მერე დაჯილდოვდა უზენაესი სასამართლოს თავჯდომარეობით.


6. ლევან მურუსიძე - იუსტიციის საბჭოს მდივანი. ეს კაცი, ჩემი ძმის, ომარ ჯორბენაძის თანაშემწე იყო. ამ ადამიანის მთავარი მიზეზი მოსამართლედ დანიშვნის, მოლაშვილის საქმესთან ერთად, იყო ის, რომ ჩემი ძმის თანაშემწე გახლდათ. ძალიან კარგი შემსრულებელია ეს კაცი, რომ დაავალო, კედელს თავით მიასკდიო, გამკეთებელია.



საქალაქო სასამართლო:


1. ტარიელ ტაბატაძე, ეს მოსამართლე თავდახრილი ასრულებდა ყველა მოვალეობას.


2. მერაბ ღვინაშვილი - ის მარნეულში აფუჭებდა ყველაფერს, რაც კი სასამართლო სისტემაში იქ ამ წლებში გაფუჭებულია, ამ კაცის ნახელავია. შედეგად საქალაქოს სასამართლოს მოსამართლეა.


3. ანჟელი ხუროძე - 25 წელიწადია მოსამართლეა, ესაა მარადმწვანე მოსამართლე, ყველა მთავრობის მოსამართლეა. შევარდნაძის დროს შევარდნაძის ჩანგს უკრავდა, მიშას დროს - მიშას ჩანგს და ახლა ამათ ჩანგს უკრავს. რად უნდათ ამნაირი მოსამართლე?


4. მამუკა ახვლედიანი - საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე. ეს ადამიანი მანამდე რუსთავში „იღვწოდა" და იმ პერიოდში თუ რომელიმე ადამიანის უფლებები დაირღვა, ამ ადამიანის დამსახურებაა.


5. მაია შოშიაშვილი - გარდაბანში „მუშაობდა", დაუფასეს და ახლა საქალაქოშია.


6. ბადრი კოჭლამაზაშვილი - ეს არის ცნობილი „შემსრულებელთა" გვარიდან, კოჭლამაზაშვილები, მიშას დროს, ან პროკურორები იყვნენ, ამ მოსამართლეები.


7-8. ძმები - ბესიკ ბუგიანიშვილი საქალაქოში და ვალერი ბუგიანიშვილი - სიღნაღის სასამართლოში - ხომ წარმოგიდგენიათ, „ნაციონალების" რა წარმატებული მონები იყვნენ, ორივე ძმა მოსამართლეებად დანიშნეს. ბესიკ ბუგიანიშვილი ის კაცია, რომელიც ბერი თომა ბეთანელის და მამა ანთიმოზ ბიჩინაშვილის საქმეებს იხილავს. ამ კაცმა გარისკა და ბერს გირაო შეუფარდა. არადა ბერს ქონება არ გააჩნია. მოსამართლე იმდენს რომ ვერ ხვდება, რომ ბერს ქონება არ აქვს, მაგრამ მაინც გირაოს რომ შეუფარდებ, მერე მის სამართლიანობაზე ნურაფერს მეტყვი.


9. გიორგი გოგინაშვილი - მორჩილი „შემსრულებელი", ამის დანიშვნის მახასიათებელიც ის იყო, რომ ჩემი ძმის თანაშემწე იყო და მასთან „გამოიჩინა" თავი.


10. მერაბ ჯორბენაძე - ჩემი ბიძაშვილი, მე მასზე დამატებით ვერაფერს ვიტყვი, თუ ცოტნე გამსახურდია აპატიებს იმ 9-წლიან განაჩენს, მე ნაპატიები მაქვს.


11. ლია ორკოდაშვილი - ზაზა მეიშვილის დეიდა და „ნაციონალების" კარგი შემსრულებელი - სულ ესაა.


12. ზვიად ესებუა - მარადმწვანე მოსამართლე, ყველა მთავრობის დროს მოსამართლე იყო და რის ფასად დაუჯდებოდა, ხომ ხვდებით.


13. ჯემალ კოპალიანი - „მუხროვანის საქმეზე" განაჩენის დამყენებელი. ეს კაცი გამორჩეულია იმით, რომ შინაგანად პროკურორია, ვერ გახდა ეს კაცი მოსამართლე.


14. ლელა ნოზაძე - ამის ერთადერთი დამსახურებაც ჩემი ძმის თანაშემწეობაა. აი, ასე ინიშნებოდნენ მოსამართლეები.


15. დავით გელიაშვილი - ბოლო პერიოდში „ნაცების" ყველაზე დიდი გამამართლებელი. მესხელის კაცი. ეს მესხელი მერაბიშვილის ნათესავია, ხომ იცით.


16-17-18. მირანდა ერემაძე, ნათია ჯორბენაძე და ქალბატონი დარასელია - ნათია მოგელაძის ცნობილი დაჯარიმებები ხომ გახსოვთ, აი, ეს ქალბატონები ამტკიცებდნენ იმ ყველაფერს.


19. შოთა გეწაძე - გია გეწაძის ძმა, დღემდე საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა. ასეთი „მამალი ნაციონალები" რომ გეყოლებიან, რომელ სამართლიანობაზე მელაპარაკები მერე?!


20. ხატია არდაზიშვილი - ესეც ჩემი ძმის ყოფილი თანაშემწე. ჯორბენაძის თანაშემწეობა, მომავალში მოსამართლეობას ნიშნავდა, ასე იყო მაშინ. 5 თანაშემწე ჰყავდა ომარ ჯორბენაძეს და დღეს ხუთივე მოსამართლეა. გიხაროდენ!


21. გიორგი ებანოიძე - ადრე საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციის უფროსი. გამწესებული იყო ბოლნისის სასამართლოში, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო „ისპალნიტელი" და იქ ამწარებდა ხალხს. დაუფასდა, ჩამოიყვანეს საქალაქოში და ზის ხელუხლებლად.


22. ვლადიმერ კაკაბაძე - ცნობილი „შემსრულებელი", სულ ესაა. პირადი ნაცნობობა მაქვს მასთან და თამაზ ურთმელიძესთან და იმდენი სისულელე აქვთ გაკეთებული, რომ მოვყვე, გაუჭირდება მსმენელს დაჯერება.


23. თამაზ ურთმელიძე - კაცი, რომელიც სამართლის აზრზე არ არის. ეს ადამიანი არის ბრმა და ყრუ - ამ ადამიანს გამოტანილი აქვს „ალიასთვისაც" უკანონო გადაწყვეტილებები.



ქუთაისის საქალაქო სასამართლო:


1. თემურ გოგოხია - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე. მანამდე იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე. მერე ფოთის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, სადაც ისეთი რამ ქნა, რაც არავის გაუკეთებია - მიწაში დამარხული დიდი ფული რომ ამოიღეს, იმ საქმეზე განაჩენი დააყენა, ნუ იტყვი. ის განაჩენი ევროსასამართლოში წავიდა და ისეთი პასუხი მოვიდა, რომ მე მგონია, ის ფული დასაბრუნებელი გაგვიხდება. დარღვევების მთელი ჩამონათვალი მოვიდა 6 თვის უკან.



სააპელაციო სასამართლო:

 

1. ვალერი ცერცვაძე - სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც უდიდესი „გამპრავებელი" იყო, მაგრამ დღეს ყველას დაავიწყდა. წყნარად ზის ეს კაცი და არავინ არ ახსენებს ათეულობით კაცის ცოდვას. გვენეტაძის, ტურავას დევნის დროს, ეს იყო იუსტიციის საბჭოს მდივანი.


2. მანანა ჩოხელი - სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. ადრე ლაგოდეხის მოსამართლე, წარმოიდგინეთ რამდენი უკანონობა ექნება იმ საზღვრისპირა რეგიონში, რომ ასე დაუფასეს და სააპელაციოში დასვეს. დღემდე წარმატებით მუშაობს „გაპრავების" დარგში.


3-4. მიშა ბებიაშვილი და დავით ერქვანია - სააპელაციოს მოსამართლეები, იყვნენ საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლეები იმ დროს, როცა ჩემი ძმა იყო თავმჯდომარე. ამ ხალხის, ჩემი ძმისა და გადამდგარი მოსამართლეების - თამაზ კაპანაძის, კარლო ბზიშვილის და ამჟამად საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, მანუჩარ კაპანაძის კისერზეა ძალიან ბევრის უკანონო პატიმრობაში დატოვება.


5. გია კახეთელიძე - სააპელაციოს მოსამართლე, ადეიშვილისა და ჩემი ძმის კურსელი, საგარეჯოს საგამოძიებოს უფროსი იყო, მოგვიანებით აჭარის საგამოძიებოს უფროსი. ეს კაცი ამ ორი ადგილზე მუშაობდა ერთგულად და დაუფასდა. 


6-7. მაია ივანიძე და მზია ლომთათიძე - სააპელაციოს მოსამართლები. თუ ვინმეს „დაჩაგვრა" უნდოდა პროკურატურას, რომელიმე ამათგანთან უნდა მოხვედრილიყო და ესენიც წარმატებულად „ასრულებდნენ".


8. მაია თეთრაული - ეს ადამიანიც მარტო იმიტომ დაინიშნა მოსამართლედ, რომ ჩემი ძმის თანაშემწე იყო. მეტი დამსახურება არაფერი ჰქონია. მის ისტორიაში, „ციხის ბუნტს" ამბავია ისეთი, რომ მტერს და ავს! სერიოზული ცდომილებებია ამ საქმეში, მაგრამ ესეც არავის ახსოვს.


9. გია ჩემია - სააპელაციოს მოსამართლე, ეს ადამიანი, გირგვლიანის საქმითაა ყველაზე ცნობილი. გირგვლიანის საქმის განმხილველი მოსამართლე დღეს როგორ უნდა იყოს მოსამართლე?!


10. გელა ბადრიაშვილი - უიშვიათესი პროკურორი. ადეიშვილის პირადი პროტეჟე, რომელიც ყველაფერზე აწერდა ხელს, ყველანაირი უზნეობის ჩადენაზე თანახმა იყო. ჯერ მთავარ პროკურატურაში იყო, მერე იყო ძველი თბილისის პროკურორი, უამრავი ადამიანი გააუბედურა.


11. მალხაზ კაპანაძე - ეს ადამიანი „მოღვაწეობდა" საგამოძიებო კოლეგიაში და ევალებოდა პატიმრობის შეფარდება, სხვა მას არაფერი ევალებოდა.


12. ნაირა გიგიტაშვილი - რიგითი „გამპრავებელი".



ქუთაისის სააპელაციო სასამართლო:


1. მალხაზ გურული - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე. ცერცვაძისა და ადეიშვილის პირადი მეგობარია ეს ადამიანი. მარტო ამის გამოა ამ თანამდებობაზე.


2. გოჩა აბუსერიძე - ეს ადამიანი ჩემი ძმის მეგობარია და ამიტომაა მანდ დანიშნული.


 

ახალქალაქის სასამართლო:


1. არარატ ესოიანი - კაცი, რომელიც წლებია, მიშა, მიშას გაიძახის. ჩვეულებრივი აქტივისტი იყო. ანუ პოლიტიზებული მოსამართლეა, რაც კანონით იკრძალება.



ბათუმის საქალაქო სასამართლო:


ცნობილი „ისპალნიტელები:


1. დავით მამისეიშვილი; 2. თამარ ბეჟანიშვილი; 3. გოჩა ფუტკარაძე; 4. ლევან მიქაბერიძე - კარგი შემსრულებლები იყვნენ და ესაა ამათი დამსახურებები, ამის გამო ინიშნებოდნენ.



გორის სასამართლო:


1. ნიკოლოზ მარსაგიშვილი - გორის სასამართლოს თავმჯდომარე. პირდაპირ პროკურორი, „ნაციონალების" დროს იყო გორის სამხარეო პროკუპროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი. იქ რას გააკეთებდა, ამის ახსნას არ დავიწყებ, ისედაც ნათელია. ეს ადამიანი დღემდე ხელუხლებელია.



გურჯაანის სასამართლო:


1. ნანა ჩალათაშვილი - „ნაციონალების" საქმეების „გამპრავებელი".



ზესტაფონის სასამართლო:


1. გელა ქირია - „ჩვეულებრივი" უსამართლო. „შემსრულებელი".



ზუგდიდის სასამართლო:


აქ ვერ დავიწყებ ჩამოთვლას. მანდ ყველა ახალაიების დანიშნულია და რა უნდა ჩამოვთვალო.



თელავის სასამართლო:


1-2. მამუკა წიკლაური და ქეთევან ლუაშვილი - ერთი თავმჯდომარეა, მეორე მოადგილე. ეს ადამიანები მონაწილეობდნენ ნიაზ ჩხვიმიანის საქმეში, სადაც მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს უკანონოდ. ჩხვიმიანი არ იყო მკვლელი, მაგრამ დამნაშავეს ხელი დააფარა და საქმე „გააპრავა" წიკლაურმა.



მცხეთის სასამართლო:


1. ვასილ მშვენიერაძე - მცხეთის სასამართლო თავმჯდომარე. ცერცვაძის პირადი პროტეჟე, სააპელაციოში გამოზრდილი.


2. მორის (ვაჟა) ფუხაშვილი - ესეც პროკურორად დარჩენილი მოსამართლეა. ისანში იყო პროკურორი, მერე საქალაქოში მოსამართლე და არ არსებობს რამე ისეთი, არც ამ ადამიანს არ აქვს ჩადენილი. ახლა მცხეთაში ჰყავთ გაშვებული „დასასვენებლად".



ოზურგეთის სასამართლო:


1. ნარგიზ ცეცხლაძე - მოსამართლე, ჩემი ოჯახის ახლობელი, ბათუმის მერიის იურისტი და „ნაციონალების" მაგარი მედროშეა.



რუსთავის სასამართლო:


1. მამია ფხაკაძე - რუსთავის სასამართლოს თავმჯდომარე. დიდი „ისპალნიტელი". ეს თბილისის საქალაქოს თავმჯდომარე იყო და ეტყობა, „გადაიღალა" „გაპრავებით" და რუსთავში გაუშვეს.


2. გიორგი გოგიჩაშვილი - რუსთავის სასამართლოს მოსამართლეობამდე იყო გაქანებული კუდ-ელი.


3. მაია გიგაური - ეს მოსამართლე მარტო იმიტომ დაინიშნა მოსამართლედ, რომ ჩემი რძლის ნათესავია.



სიღნაღის სასამართლო:


1. გიორგი ბუხრაშვილი - ეს ადამიანი იყო კუბლაშვილის პირადი პროტეჟე.


 


წყარო: გაზეთი „კვირის ქრონკა"

30 მარტი, 2015


კომენტარები:

ფართი შოპი