რატომ არ ჩაიტარა ვაქცინაცია პრემიერ-მინისტრმა?

07 Apr 2021 20:07

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. საკითხთან დაკავშრებით სოციალურ ქსელში ღარიბაშვილი აღნიშნავს: „ჩატარებული ტესტირების შედეგად დამიდასტურდა კოვიდ-19. თავს კარგად ვგრძნობ, ვიმყოფები თვითიზოლაციაში და ვაგრძელებ მუშაობას დისტანციურ რეჟიმში“.

თუმცა საინტერესოა, რატომ არ არის აცრილი საქართველოში შემოტანილი ვაქცინებით თვითონ პრემიერ-მინისტრი? მაშინ, როდესაც მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ და შემოტანილი ვაქცინების სანდოობასა და საიმედოობაში გვარწმუნებენ მოქალაქეებს?

იმედია, მოსახლეობა საკვლევი თეთრ ვირთაგვებად არ მოვიაზრებით. ამაში დასარწმუნებლად იმავე ვაქცინით მაღალი თანამდებობის პირების იმუნიზაციის ცოცხალი მაგალითები გვჭირდება, რომლითაც მოსახლეობის ვაქცინაცია მიმდინარეობს.


intermedia.ge 



კომენტარები:

ფართი შოპი