დავით ბერძენიშვილი - საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდასაჭერად პარლამენტში ერთჯერადად შესვლის საკითხი დღის წესრიგიდან არ მოგვიხსნია, თუმცა შეთანხმებით მეტი შეგვიძლია მივიღოთ

07 Apr 2021 20:46

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი კვლავ არ გამორიცხავს, რომ მათი პარტიის წარმომადგენლები საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდასაჭერად პარლამენტში კენჭისყრაზე „ერთჯერადად მივიდნენ“, თუკი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგება და ოპოზიციის მხრიდან დაწესებული ბოიკოტი არ მოიხსნება.

როგორც ბერძენიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, „რესპუბლიკური პარტიის“ ხედვა ამ საკითხთან მიმართებით კვლავ დღის წესრიგში რჩება, თუმცა იმედოვნებს, რომ პარლამენტში ერთჯერადად მისვლა არ დასჭირდებათ და „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი გახდება.

„ეს ინიციატივა ჩვენ დღის წესრიგიდან არ მოგვიხსნია. კარგი ინიციატივა იყო, ამას ბევრიც მიხვდა. მაგრამ ამასობაში წამოგვეწია დანიელსონის ჩამოსვლა. ამასთანავე ვამბობთ, რომ მეტი შეგვიძლია მივიღოთ, ვიდრე ის, რომ ერთჯერადად შევიდეთ და ოპოზიციონერებმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმა მისცენ. ეს წინადადება არის მაინც, თუმცა გვირჩევნია, რომ შეთანხმება შედგეს. ოღონდ არის ერთი პატარა დეტალი - ჩვენ ვამბობდით ბუნებრივ ბარიერს ან დაბალ ბარიერს და 3 % დაბალი ბარიერი არაა. დღეს რაც აქვთ ინიცირებული, ეს არაა პასუხი ჩვენს წინადადებაზე, არც დანიელსონის წინადადებაზეა პასუხი. დიდ საიდუმლოს არ გავამხელ, თუ ვიტყვი, რომ 3%-ზე არაა შეთანმხება, გაცილებით ნაკლებია“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.





კომენტარები:

ფართი შოპი