ივანე ჩხაიძე - თუ ქვეყანაში კორონავირუსის 3-4-5 ათასი შემთხვევა მივიღეთ ყოველდღიურად, იქნება გაცილებით მკაცრი რეკომენდაციები

07 Apr 2021 21:36

თუ ქვეყანაში 3-4-5 ათასი შემთხვევა მივიღეთ ყოველდღიურად, იქნება გაცილებით მკაცრი რეკომენდაციები, შესაძლებელია გავიმეოროთ ის, რაც იყო 2020 წლის შემოდგომა -ზამთრის დასაწყისში, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


როგორც ივანე ჩხაიძე განმარტავს, კორონავირუსის გამო რეგულაციების დაწესება ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობაზეა დამოკიდებული.


„ზოგადად რეკომენდაციები მომდევნო პერიოდთან დაკავშირებით ასოცირებულია ძირითადად ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობასთან. თუ, ეს რაოდენობა დარჩა დღევანდელ ფარგლებში, ანუ, 600-დან 1000-მდე მერყეობს, ეს დასაშვებია, ამ მხრივ, ჩვენ შეგვიძლია ვარეგულიროთ ეს პროცესი და შესაბამისად, არც კლინიკური სექტორის მზაობა არ იქნება შეუსაბამო. მაგრამ, თუ ამ შემთხვევების რაოდენობამ მოიმატა, თუ იმ გზით წავედით, რა გზითაც წავედით ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში და ქვეყანაში 3-4-5 ათასი შემთხვევა მივიღეთ ყოველდღიურად, მაშინ არამხოლოდ აღდგომასთან დაკავშირებით, ეს იქნება გაცილებით მკაცრი რეკომენდაციები, შესაძლებელია გაივემოროთ ის, რაც იყო 2020 წლის შემოდგომა-ზამთრის დასაწყისში“,-აცხადებს ივანე ჩხაიძე.





კომენტარები:

ფართი შოპი