მდინარე ენგურში მეოთხე პირის ცხედარი იპოვეს

07 Apr 2021 21:54

მდინარე ენგურის გავლით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლისას დაღუპული კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტოში განუცხადეს, მეოთხე ადამიანის ცხედარი სოფელ ორსანტიაში იპოვეს.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთისას, სოფელ შამგონასა და სოფელ თაგილონის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დამკვიდრებული უკანონო დაკავებებისთვის თავის არიდების მიზნით, ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი, საქართველოს სამი მოქალაქე მდინარე ენგურის გავლით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ცდილობდა. მდინარე ენგურის გადმოკვეთისას სამივე მათგანი დაიღუპა.





კომენტარები:

ფართი შოპი