რატი იონათამიშვილი: ნიკა მელია არის დამნაშავე, რომელიც პატივს არ სცემს ქართულ კანონმდებლობას

08 Apr 2021 00:08

ჩვენთვის ნიკა მელიას საქმე არასდროს ყოფილა პოლიტიკურ კონტექსტში განხილული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელია არის დამნაშავე, რომელიც პატივს არ სცემს ქართულ კანონმდებლობას.

„მელიას საქმე ჩვენთვის წმინდა სამართლებრივი საკითხი. ნიკა მელია არის დამნაშავე, რომელიც არ სცემს პატივს ქართულ კანონმდებლობას და შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ის თვითინიციატივით იმყოფება საპატიმროში“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლო ნიკა მელიას მიმართ შეფარდებულ აღკვეთ ღონისძიებას - პატიმრობას გადასინჯავს.

სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა, თუმცა მან გირაო არ გადაიხადა, რის შემდეგაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავეს.


imedinews.ge 





კომენტარები:

ფართი შოპი