ნიკა მელიას მხარდასაჭერად, ამ წუთებში, რუსთავის ციხისკენ სამოქალაქო აქტივისტები, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიძვრებიან. ისინი პოლიტპატიმარს ხვალ ჩანიშნულ სასამართლო სხდომამდე ამხნევებენ. პირველი არსებითი განხილვა სასამართლო დარბაზში სწორედ ხვალ გაიმართება.
ხვალვე, დაგეგმილია სოლიდარობის აქცია საქალაქო სასამართლოსთან.
ნიკა მელის პროცესსა და მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის წარმართულ სხდომას ხვალ გამადიდებელი შუშით დააკვირთდებიან არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ქვეყნის დასავლელი მეგობრები და მოკავშირეებიც. ხელისუფლება, რთული არჩევანის წინაშე დგას - "ქართულ ოცნებას" პირველად ეძლევა შანსი სამართლებრივი გზით გაათავისუფლოს ოპოზიციური პარტიის ლიდერი, მაგრამ აქაც ყველაფერს ოლიგარქ ივანიშვილის პოლიტიკური ნება გადაწყვეტს.
მთავარი არხი